მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და საქსტატის ხელმძღვანელმა ზაზა ჭელიძემ დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, სამოქმედო გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს დაიწყება პირველი ეტაპის საველე სამუშაოები, რაც გულისხმობს შენობებისა და მათში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარ შემოვლას თითოეულ შენობაში მოსახლეობისა და შინამეურნეობების რაოდენობის წინასწარი დადგენის მიზნით.

პირველი ეტაპის საველე სამუშაოებში დასაქმებულთა რაოდენობა მიაღწევს დაახლოებით 4 ათას ადამიანს.

"მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება საველე სამუშაოების მეორე, უმნიშვნელოვანესი ეტაპი - მოსახლეობის აღწერა. ამ მიზნისათვის შეირჩევა დაახლოებით 15 ათასამდე პერსონალი, რომლებიც სპეციალური კითხვარების მეშვეობით, თითოეული საცხოვრისის შემოვლის გზით, ინდივიდუალურად გამოკითხავენ მასში მცხოვრებ მოსახლეობას. აღწერაზე გაწეული დანახარჯებისა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, სამთავრობო კომისიამ, აგრეთვე, მიიღო გადაწყვეტილება, მოსახლეობის აღწერასთან ერთად, ჩაატარდეს სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. შესაბამისად, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, ასევე შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის შესახებ", - განაცხადა ნარმანიამ.

ზაზა ჭელიძის განცხადებით, აღწერის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება, პირველი შედეგები აღწერიდან 6 თვის შემდეგ გახდება ცნობილი.

აღწერისათვის გასაწევი ხარჯები დაახლოებით 18 მლნ. ლარამდე იქნება. ამ ეტაპზე საქსტატი სახელმწიფო ბიუჯეტისა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის თანადაფინანსებით ახორციელებს მომდევნო მოსახლეობის აღწერისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ, მზადდება კითხვარები, ინსტრუქციები და დეტალური ციფრული კარტოგრაფიული მასალა თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ წარმოდგენილი საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა 2 აპრილს საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ პირველ სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა.

აღწერის ჩატარებას საფუძვლად უდევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაცია წევრი ქვეყნებისადმი - ჩაატარონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერები 2005-2014 წლების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულია მსოფლიო მოსახლეობის აღწერების 2010 წლის რაუნდში.

ბოლო აღწერა საქართველოში 2002 წელს ჩატარდა და საქართველოს მოსახლეობის რიცხვი მაშინ 4 300 000-მდე იყო.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში