დღეს ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენცია გამართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის, კოხტა კოდუას ნათესავმა მაკა კოდუამ.
როგორც მაკა კოდუა აცხადებს, მასთან 6 აპრილს მოვიდნენ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წარმომადგნელები და მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა.
კოდუა აცხადებს, რომ იყო გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა, გარდა ამისა, სახლიდან წაიღეს კოხტა კოდუას ფოტოსურათი.
მაკა კოდუა აცხადებს, პოლიციელებს სთხოვა, წარმოედგინათ რაიმე სახის დოკუმენტაცია, თუმცაპოლიციელებმა განუცხადეს - კოხტა კოდუა იძებნება წითელი რიცკულარით და მათ აქვთ უფლება გაჩხრიკონ ყველა ის სავარაუდო სახლი, სადაც შეიძლება იმალებოდეს აღნიშნული პიროვნება.
მაკა კოდუა აცხადებს, რომ ამის შესახებ შეატყობინა პარლამენტის უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილს, თუმცა მან უარყო ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაცია, რომ ეს ზეწოლა კოდუების ოჯახზე განხორციელდა იმის გამო, რომ მაკა კოდუა აგროვებდა ხალხს 19 აპრილის აქციაზე დასასწრებად. მაკა კოდუა აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არ აგროვებს ადამიანებს, რათა ისინი წავიდნენ 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე.
მაკა კოდუა მოითხოვს შს სამინისტროსგან ინფორმაციას, თუ ვინ გასცა ბრძანება სახლში ჩხრეკის ჩატარებაზე
კოხტა კოდუა ადამიანების წამებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით იძებნება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"