ქუთაისში გურამ ფანჯიკიძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა

ქუთაისში ქართველი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის 80 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გურამ ფანჯიკიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქართველმა მწერლებმა და ქუთაისელმა არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

გურამ ფანჯიკიძეს უკავშირდება ქუთაისში ლიტერატურული ჟურნალის, "განთიადის" დაარსება, რომელსაც წლების განმავლობაში რედაქტორობდა. მისი ცნობილი რომანები "მეშვიდე ცა", "თვალი პატიოსანი", "სპირალი" და სხვა კინოშედევრებად არის ქცეული.

საიუბილეო საღამოს გურამ ფანჯიკიძის ოჯახის წევრები, მათ შორის მისი სიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო.

გურამ ფანჯიკიძე 1997 წელს გარდაიცვალა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში