შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დღეს, პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრიდან აცნობეს, პეტრე გრუზინსკის ლექსებზე დაწერილ სიმღერებს შეასრულებენ - ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ეკა მამალაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ია შუღლიაშილი, ივიკო საყვარელიძე, ლიზა ბაგრატიონი, გივი ჭიჭინაძე, "ფორტე", ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, მურმან ჯინორია, თემურ წიკლაური, ირმა სოხაძე, ნუგზარ კვაშალი, "ქართული ხმები", "თბილისი" და "შვიდკაცა".
"იშვიათია პოეტი, რომლის შემოქმედება ორ სრულიად საპირისპირო განწყობას გადმოსცემს. ერთია მისი ტკივილიანი, ზოგჯერ ტრაგიკული ლექსები, რაც რთული, დრამატული ცხოვრების შედეგია და მეორე, უდარდელი, ლაღი სიცოცხლით სავსე სასიმღერო ლირიკა, რომელიც ისე შეიყვარა და გაითავისა ქართველმა ხალხმა, რომ ხშირად ზოგი მათგანი ხალხური ჰგონია. ასეთი გახლავთ შესანიშნავი ქართველი პოეტი პეტრე ბაგრატიონი-გრუზინსკი", - აცხადებენ შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორები.
საღამო თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თანადაფინანსებით გაიმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"