მუზეუმებში მისულ მოსწავლეებს განმეორებითი ვიზიტისათვის უფასო ბილეთი გადაეცემათ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში მისულ სკოლის მოსწავლეებს დღეიდან განმეორებითი ვიზიტისათვის უფასო ბილეთი გადაეცემათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული ბილეთით მოსწავლეს საშუალება ეძლევა ხელმეორედ ესტუმროს მუზეუმს და მისი წარდგენისას უფასოდ დაათვალიეროს მიმდინარე გამოფენები. "საქართველოს ეროვნული მუზეუმის ამოცანაა, აღნიშნული აქციით, სკოლის მოსწავლეებს სტიმული მიეცეთ უფრო ხშირად ეწვიონ ჩვენს ექსპოზიციებს", - აცხადებენ პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ბილეთი ერთჯერადად იმოქმედებს 2013 წლის 1-ელი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი; ეროვნული გალერეა; გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ და ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში