2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა იზრდება. საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამსახურებში გასაწვევ პირებზე.
შესაბამისი ცვლილებები "სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ" პრეზიდენტის 31 იანვრის #46 ბრძანებულებაში აისახა, რომელიც "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.
პრეზიდენტის #46 ბრძანებულებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა 670 წვევამდელით განისაზღვრა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში გასაწვევთა რაოდენობა კი - 365 წვევამდელით. ცვლილების თანახმად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო 670-ის ნაცვლად 1200 წვევამდელს გაიწვევს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში გასაწვევთა რაოდენობა 700 წვევამდელამდე გაიზარდა.
უცვლელი რჩება თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც 600 წვევამდელით არის განსაზღვრული.
საგაზაფხულო გაწვევა 1-ელ თებერვალს დაიწყო და 30 ივნისამდე უნდა გახორციელდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"