კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი შს სამინისტროში რაიმე მაღალი თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თამაზ თამაზაშვილმა განაცხადა, რაიმე თანამდებობის დაკავების სურვილი მას თავად არ აქვს.
"არავითარი თანამდებობა არ განიხილება. მე თვითონ არ მინდა თანამდებობაზე იმიტომ, რომ 56 წლის კაცი ვარ. 28 წელი ოპერატიულ სამსახურში ვიმუშავე და ახლა ახალგაზრდებმა იმუშაონ", - აღნიშნა თამაზაშვილმა.
ამასთან, მან ოპოზიციის ბრალდებებსაც უპასუხა იმის შესახებ, რომ შს სამინისტროში გადაწყვეტილებებს თამაზ თამაზაშვილი იღებს. მისი თქმით, ის კადრების შერჩევის საკითხში საერთოდ არ ერევა.
"ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს იტყვის და ყველაფერს კადრულობს", - დასძინა მან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"