სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმების შედეგად, 563 693 კგ საკვებად უვარგისი მყარი და თხევადი სურსათი განადგურდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. ამ ეტაპისთვის ინსპექტირება ჩაუტარდა 585 ბიზნესოპერატორს. სხვადასხვა დარღვევებზე 109 მათგანი დაჯარიმდა. 563 693 კგ საკვებად უვარგისი მყარი და თხევადი სურსათი განადგურდა. რეალიზაციიდან ამოღებულია 228405 ც ვადაგასული კვერცხი; 2 491 ტ დაავადებული კარტოფილი გაბრუნდა იმპორტიორ ქვეყანაში, ხოლო 25 ტ კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილი განადგურდა.
"ზაფხულის ცხელი პერიოდის რისკების გათვალისწინებით, განსაკუთრებული აქცენტი საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე გაკეთდება. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდება მალფუჭებადი პროდუქტები, მათი შენახვისა და რეალიზაციის პირობები. სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეები - ინპექტორები ამ ეტაპისთვის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებენ. მათ შორის აჭარის რეგიონში 60-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდება. შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება გატარდება", აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"