სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი და თომა ჩაგელიშვილის სტუდია (T-studio) სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელთათვის ახალ პროექტს იწყებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი, რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართება, ითვალისწინებს სასწავლო ფილმების შექმნას, რომელიც ცენტრში მიმდინარე ტრენინგებზე გამოყენებული იქნება, როგორც დამხმარე სასწავლო მასალა.
მათი ინფორმაციით, ფილმები შესაძლებლობას მისცემს ტრენინგის მონაწილე სისტემის თანამშრომლებს, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, წარმოდგენილი ვიდეომასალის საშუალებით უფრო ღრმად გაეცნონ და რეალურად აღიქვან ის ხარვეზები თუ დარღვევები, რომლებსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
"ეს ასევე შესაძლებელს გახდის, უფრო დეტალურად მოხდეს პრობლემის გააზრება და მისი აღმოფხვრის გზების დასახვა. ეს ნოვატორული მიდგომა სწავლებაში შეიტანს მრავალფეროვნებას, გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს და შესაბამისად, ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში უკეთ გამოყენებას", - აცხადებენ ორგანიზატორები.
მათივე ცნობით, პირველი ფილმის "პატიმრებთან მოპყრობის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები" ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში", რომელსაც ახორციელებს საკონსულტაციო კომპანია "Hulla & Co. Human Dynamics KG.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"