კომპანია „კარტლისი“ „პიონერის“ სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაციას გამართავს

სამშაბათს, 9 ივლისს, 11:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში, აგრარულ სექტორში წამყვანი კომპანია „კარტლისი“, იტალიური წარმოების „პიონერის“ სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის რეკორდული მოსავლის აღების პრეზენტაციას გამართავს.

ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ „მინდვრის დღეზე“, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტედან, ირანიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან დაესწრებიან. ასევე ჩამოსვლას აპირებენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მასმედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

RP22R58 ჯიშის ხორბალი კომპანია „კარტლისი“-ს დათესილი აქვს მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში 55 ჰექტარზე და დმანისის რაიონის სოფელ შინდლარში 25 ჰექტარზე. კომპანიაში აცხადებენ, რომ ორივე ადგილას ხორბლის მოსავალი ძალიან მაღალია. ყანები „კარტლისის“ ტექნოლოგიითაა მოვლილი, რაც გულისხმობს ჯიშის სწორ შერჩევას, ნიადაგის შესაბამის დამუშავებას, სასუქებისა და ჰერბიციდის სწორ შერჩევასა და გამოყენებას, სასუქებით გამოკვების სქემის დამუშავებას და ა.შ.

„კარტლის“-მა ჯიში RP22R58 საქართველოში ფართოდ გამოსცადა გასულ წელს - 7 რაიონში 150 ჰექტარზე და ყველგან საუკეთესო შედეგი მიიღო. გამოცდის პროცესს აკვირდებოდა პროფესორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი, რომელმაც ძალიან დადებითად დაახასიათა აღნიშნული ჯიში და ფერმერებს მისცა რეკომენდაცია საქართველოში მის გასავრცელებლად.

კომპანია „კარტლის“-ის მენეჯმენტის ინფორმაციით, შესადარებლად, აღნიშნული ჯიშის ხორბლით დათესილი ყანების გვერდით ყველგან ეთესა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჯიში „ბეზოსტაია-1“ (საქართველოში ცნობილი როგორც „უფხო პირველი“). აღნიშნული ჯიში გამოიცადა 150 ჰექტარზე საქართველოს ტრადიციული მეხორბლეობის ყველა ზონაში. ჯიშმა- PR22R58 ყველგან აჯობა სტანდარტს „ბეზოსტაია-1“-ს და ასევე აჩვენა უფრო მაღალი მოსავლები მეზობელ ფართობებთან შედარებით.

კომპანია „კარტლისის“ წინასწარი შეფასებით, წლევანდელმა მოსავალმა უნდა შეადგინოს 7-7,5 ტონა 1 ჰექტარზე.

„ეს ხორბალი გასული წლის 15 ოქტომბერს დავთესეთ. ეს ახალი ჯიში, ჩვენთან იტალიიდან შემოდის და იტალიური წარმოებისაა. თესვამ კარგი შედეგები გვაჩვენა მძიმე კლიმატურ პირობებშიც კი. ამ ჯიშს აქვს მოსავლიანობის ძალიან მაღალი პოტენციალი და შესაბამისი მოვლის პირობებში შეუძლია მოგვცეს 1 ჰექტარზე 7-8 ტონა ხორბალი, ხოლო იმ ჯიშის სათესლე ხორბლით, რასაც საქართველოში ამჟამად თესავენ, ჰექტარზე 2-3 ტონა ხორბალი მოდის“- აცხადებს კომპანია „კარტლისი“-ს დირექტორი რობერტ რევია.

კომპანიის მენეჯმენტის ცნობით, აღნიშნული ჯიშის ხორბალი, გასულ წელს კარტლისთან ერთად ფერმერებმა ბოლნისის, მარნეულის, გორის, დმანისის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში სულ 1000 ჰექტარამდე ტერიტორიაზე დათესეს.

რაც შეეხება ფასებს, როგორც რობერტ რევია აცხადებს, ეს არის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა და შესაბამისად, ფასიც აქვს საკმაოდ მაღალი. „2013 წლის ფასები ჯერ არ არის ცნობილი, რადგან არის დამოკიდებული წლევანდელ მოსავალზე, რომლის აღება მიმდინარეობს ამ წუთებში. კომპანია „პიონერი“ ხორბლის თესლის ახალ ფასებს 30 ივლისს გამოაქვეყნებს. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავარაუდო ფასი 1 რეპროდუქციის სათესლე ხორბალზე იქნება 1,1 ევრო/კგ,“ - აღნიშნავს რობერტ რევია.

კომპანია „კარტლის“–ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა“) 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო - სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, FMC, Bejo, TimacAgro და HZPC. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში,ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში. „კარტლისი” პრესტიჟული ამერიკული ჯილდოს „ENVIRONMENTAL RESPECT AWARDS“- ის მფლობელია. კომპანიას ჯილდო პესტიციდების დისტრიბუციის საუკეთესო მენეჯმენტისთვის გადაეცა.

(R)

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში