დავით გოგოხიას, ირაკლი ჩხვირკიას და ლაშა რუხაიას 400-400 ლარის გადახდა დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავით გოგოხია, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა რუხაია სამართალდამრღვევებად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით თითოეულს 400 ლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სასამართლომ განიხილა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმები თბილისში, ""დინამო არენას"" მიმდებარე ტერიტორიაზე წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე. საქმეში წარმოდგენილი დაკავების ოქმების თანახმად, დ. გოგოხია, ი. ჩხვირკია და ლ. რუხაია იგინებოდნენ მოქალაქეების მისამართით, არ დაემორჩილნენ საპატრულო პოლიციის მოწოდებას წესრიგის დაცვისკენ და შეეცადნენ სავალი გზის გადაკეტვას.

"სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, კერძოდ, ადმინისტრაციული დაკავებისა და მომხდარი ფაქტების ამსახველ ვიდეო-მასალებს, რის საფუძველზეც დადასტურებულად მიიჩნია დავით გოგოხიას, ირაკლი ჩხვირკიასა და ლაშა რუხაიას მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს