"გალფი" ქუთაისში ახალი მულტი-კომპლექს "ნიკეას" გახსნის ცერემონიას გამართავს

"სან პეტროლიუმ ჯორჯია", "გალფ ოილ ინტერნეშენალის" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში რეგიონების განვითარების გეგმას განაგრძობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, ამ გეგმის ფარგლებში ქუთაისში მულტი-კომპლექი "ნიკეა" გაიხსნება. კომპლექსი "ნიკეა", რომელიც ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს, გაზისა და საწვავის სადგურებს, "გალფის" რეგიონულ ოფისსა და "გალფ სთორს" მოიცავს, რომელიც კვირაში 7 დღე 24 საათის რეჟიმში იმუშავებს.

"გალფის" გაზგასამართი სადგურები ტექნიკურად აღჭურვილია იტალიური კომპანია, ფორნოვო გაზის სისტემებით. ფორნოვო გაზის სისტემები გათვლილია მომხმარებლის ინტერესებზე და ძალიან ეფექტურია.

კომპლექსის გასახსნელად 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროექტ "ნიკეაზე" 25 ადამიანი იქნება დასაქმებული.

"ჩვენი მიზანია "გალფის" მულტიფუნქციური კომპლექსი ქვეყნის ყველა დიდ რეგიონში გავხსნათ, ქუთაისს საქართველოს სხვა ქალაქებიც მოჰყვება. გვესმის რაოდენ დიდი მოთხვონაა საქართველოში გაზით სარგელობაზე, ამიტომ გაზგასამართი სადგურების გახსნა ჩვენთვის მომხმარებლის ინტერესიდან გამომიდინარე პრიორიტეტულია. სულ მალე "გალფი" პირველი კომპანია გახდება საქართველოში, რომელიც თავის კლიენტს თვით-მომსახურებას შესთავაზებს დაბალი ტარიფის სანაცვლოდ - ისინი ვინც თავად ჩაასხავენ საწვავს საკუთარ მანქანებში, შესაბამისად საწვავს შედარებით დაბალ ფასად მიიღებენ. კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება განახორციელოს ინვესტიცია და განაახლოს არსებული სისტემები 40 ავტოგასამართ სადგურზე იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს თვით-მომსახურების სერვისით სარგებლობა", - აცხადებს კომანიის გენერალური დირექტორი იანივ ადამი.

როგორც კომპანია "გალფის" ვიცე-პრეზიდენტი იორამ კოჰენი აღნიშნავს, "გალფის" მიზანი საქართველოში დასავლური სტანდარტების დანერგვაა.

"ჩვენ გალფის მომხმარებელს დროის დაზოგვას ვთავაზობთ: "გალფ სთორი" 24/7-ზე რეჟიმში მუშაობს, ადამიანს შეუძლია შეავსოს საწვავი, ისარგებლოს ინტერნეტით, ბანკომატით, შეუძლია გადაიხადოს გადასახადები, იყიდოს გაზეთები, პროდუქტი ან სხვა საჭირო ნივთი და ეს ყველაფერი გააკეთოს ერთ ტერიტორიაზე. ჩვენ უკვე გავხსენით 11 "გალფ სთორი" და კიდევ 20 დამატებითი "გალფ სთორი" გაიხსნება წლის ბოლომდე. ორშაბათიდან გალფი ახალ კამპანიას იწყებს, ასეთი კრეატიული სათაურით: ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, ჩვენ უკვე გავითვალისწინეთ! ასე რომ გთხოვთ მობრძანდეთ და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისით ისარგებლოთ", - აცხადებს იორამ კოჰენი.

მულტიფუნქციური კომპლექსი ნიკეა 18 ივლისს, 17:00 საათზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. გახსნის ცერემონიას "გალფის" დამფუძნებლები, პარტნიორი კომპანიის ხელმძღვანელები და ქუთაისის მთავრობის წევრები დაესწრებიან.

"გალფი" ქუთაისის მოსახლეობას უფასო საწვავის აქციასაც სთავაზობს. მოსახლეობას ათი ლიტრის ოდენობით ნებისმიერი ტიპის უფასო საწვავი და სხვა საჩუქრები დაურიგდება. ხოლო 19:00 საათზე კომპანია ქუთაისის ცენტრში, ბალახვანის ტერიტორიაზე ასსაფეხურიან კიბესთან მოსახლეობისთვის ლელა წურწუმიას უფასო სოლო კონცერტს გამართავს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას