ვარკეთილში ახალი მედიათეკა აშენდა

თბილისის მერიის ინიციატივით ქალაქში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე დიზაინის მედიათეკების მშენებლობა მიმდინარეობს.როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, თითოეული შენობა კომფორტული და განსხვავებულია, როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე შინაარსობრივი დატვირთვითაც.

მედიათეკაში ნებისმიერი ასაკის დაინტერესებული პირი ინტერნეტ-ბიბლიოთეკით, ელექტრონული წიგნებითა და სხვადასხვა სახის ლიტერატურით სარგებლობს.

ახალი მედიათეკა ვარკეთილში აშენდა. თბილისის მერმა გიგი უგულავამ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი დღეს დირექტორთან ერთად გახსნა, დაათვალიერა და მედიათეკაში დანერგილ სიახლეებს გაეცნო.

ახალი მედიათეკა ორშაბათის გარდა ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს. წლიური აბონემენტის ღირებულება 15 ლარს შეადგენს. აბონემენტის ღირებულებაში წიგნების სახლში გატანა, ელექტროფონდებით სარგებლობა, კითხვის საათი ბავშვებისათვის, კინო-ჩვენებებზე დასწრება, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები შედის.

აბონიმენტების მფლობელები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მედიათეკის თანამშრომლების მიერ წინასწარ იქნებიან გაფრთხილებულები. პენსიონრები, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მედიათეკის სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ.

მერიის ინფორმაციით, მედიათეკების მშენებლობა ქალაქში გრძელდება და უახლოეს მომავალში თბილისს კიდევ რამოდენიმე ახალი ობიექტი შეემატება.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“