"ბილაინი" გათამაშებაში გამარჯვებულ აბონენტებს გამოავლენს

მობილური ოპერატორი "ბილაინი" საქართველოში კიდევ ერთი გათამაშების გამარჯვებულ აბონენტებს დააჯილდოვებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიიდან აცნობეს, პრიზების გადაცემა დღეს, 13:30 საათზე, "ბილაინის" ცენტრალურ ოფისში (რუსთაველის 14ა) მოხდება.

"ყველაზე დინამიკურად მზარდი მობილური ოპერატორი საქართველოში კიდევ ერთი გათამაშების გამარჯვებულ აბონენტებს დააჯილდოვებს. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც "ბილაინის" არსებულ, ასევე პორტირებულ აბონენტებსაც, რომლებიც აპრილიდან ივლისის ჩათვლით რეგისტრირდებოდნენ უფასო ნომრის * 500 # -ის მეშვეობით. აბონენტები ბალანსის სამი ლარით შევსების შემთხვევაში, ერთ ბილეთს იღებდნენ, ხოლო "ბილაინის" ქსელის პორტირების შემთხვევაში დამატებით ხუთ ბილეთს. "ბილაინის" გათამაშების 3 გამარჯვებული გახდა ახალი "კიას" მფლობელი, ხოლო ორი ოროთახიანი ბინის მფლობელი კომპლექს M2 -ში. "ბილაინი" განაგრძობს აბონენტების წახალისებას და მათი სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვებას", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, ბოლო გათამაშებაში დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებლების ბილეთები.

"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქსელის დინამიკურ ზრდაზე", – აღნიშნავს "ბილაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა