დასაკარგი პედაგოგი არ გვყავს; იმის გამო, რომ პედაგოგი არასერტიფიცირებულია, სკოლას ვერ დავხურავთ

პედაგოგთა უმრავლესობამ სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა. შედეგები ყველა საგანში არ არის ცნობილი, გამოქვეყნებულია ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიის, მათემატიკის, სამოქალაქო განათლებისა და სახვითი ხელოვნების შედეგები. ფიზიკაში ბარიერი ვერ გადალახა პედაგოგების 96%-მა, ქიმიაში - 82%-მა და ანალოგიური ვითარებაა მათემატიკაში.

რაც შეეხება ისტორიას, ამ საგანში ბარიერი პედაგოგთა 57%-მა, გეოგრაფიაში - 49%-მა, ბიოლოგიაში - 77%-მა, სამოქალაქო განათლებაში - 82%-მა, სახვით ხელოვნებაში კი - 74%-მა ვერ გადალახა.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაფიქსირებულ დაბალ შედეგებზე, გამოსავლის გზებზე "ინტერპრესნიუსი" გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, მაია მიმინოშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო მაია, პედაგოგთა უმრავლესობამ წელს სასერტიფიკაციო გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა. რამ განაპირობა ასეთი შედეგები?

- მიზეზი ძალიან კომპლექსურია. არ შეიძლება და სრულიად უსამართლო იქნება, პედაგოგი დავადანაშაულოთ, რომ მან ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა. ნათლად იკვეთება სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერის პრობლემა. ხმამაღლა ვამბობთ, რომ ეს ძალიან დაფასებული პროფესიაა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და ა.შ. გადასადგმელია ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები. უმნიშვნელოვანესია, ნათლად გამოიკვეთოს, როგორ ზრუნავს სახელმწიფო მომავალი პედაგოგის აღზრდაზე. თუ ეს არ გამოსწორდა, შეგვიძლია, ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ პედაგოგმა ვერ მოახერხა ბარიერის გადალახვა, მისი ბრალია და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

- იყო თუ არა წელს ყველაზე ცუდი და უარესი შედეგი?

- დიახ, შეიძლება ასე ვთქვათ. შედეგები ძალიან ცუდია. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები 2010 წლიდან ტარდება. მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. წელს რეგისტრირებული იყო 26 000-მდე პედაგოგი, თუმცა გამოცდაზე 17-18 % არ გამოცხადდა. ერთსა და იმავე პედაგოგს გამოცდაზე გასვლა რამდენჯერაც მოესურვება, იმდენჯერ შეუძლია. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ხელფასზე დანამატი აქვთ. წინა წლებში, ეს დანამატი 75 ლარს შეადგენდა. არსებული კანონმდებლობით, 2014 წლის ჩათვლით პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება ყველა პედაგოგმა უნდა მოახერხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კანონი ამბობს, 2014 წლის შემდეგ მათ მასწავლებლობის უფლება ერთმევათ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს კანონი გადაიხედება. ასე მარტივად ვერ იქნება.

- ვინ შეადგინა და გაასწორა საგამოცდო ტესტები? რატომ მივიღეთ წელს რადიკალურად განსხვავებული სურათი?

- შარშან ტესტური დავალებები ჩვენი შედგენილი იყო. თუმცა შემდეგ ყველაფერი დავტოვეთ, გასწორების პროცესში არ ჩავრეულვართ. განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინისგან იყო პირდაპირი დაკვეთა, რომ 2012 წელს პედაგოგებისთვის რაც შეიძლება მარტივი ტესტური დავალებები შეგვეთავაზებინა. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რომ რაც შეიძლება მეტ პედაგოგს გადაელახა ბარიერი, რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო ტესტები, რაზეც ბუნებრივია ჩვენ გვქონდა კამათი და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ასე არ ყოფილიყო.

- თქვენ ფიქრობთ, რომ შარშან პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ტესტები ლოიალურად გასწორდა?

- დირექტივა იყო, რომ ტესტური დავალება რაც შეიძლება უმარტივესი ყოფილიყო, რათა ბარიერი ძალიან ბევრ პედაგოგს გადაელახა. გასწორების პროცესში მითითება ჰქონდათ გამსწორებლებს, მაქსიმალურად ლმობიერად და ლოიალურად გაესწორებინათ ტესტები და ნოლი ქულა არ დაეწერათ. ესეც ნამდვილად ასეა.

- თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ხომ არ გადაიხედება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შარშანდელი შედეგები?

- რა თქმა უნდა, არ გადაიხედება. ბუნებრივია, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები, თუმცა თუ ამის დადასტურება გვინდა, შესაძლებელია შარშანდელი შედეგების ამოღება და ნახვა.

- იმის ფონზე, რომ შარშან არსებობდა პოლიტიკური დაკვეთა ტესტები რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო, წელს ხომ არ გართულდა ტესტები?

- არაფერი არ გაგვირთულებია. ნებისმიერ სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, წლევანდელი ტესტური დავალებები წინა წლების ტესტურ დავალებებს შეადაროს. ჩვენი ერთადერთი მიზანი იყო, ტესტები არსებული პოპულაციისთვის მოგვერგო და რაც მთავარია, სირთულის თვალსაზრისით წლიდან წლამდე განსხვავება არ ყოფილიყო. შარშან ბარიერ გადალახულ პედაგოგსა და წელს ბარიერ გადალახულ პედაგოგს შორის განსხვავება არ უნდა იყოს. წელს ტესტები იმასთან შედარებით, რაც შარშან იყო, არც მარტივია და არც რთული.

- თუმცა ამის მიუხედავად, პედაგოგების ნაწილი, ვინც ბარიერი დაძლია, აღნიშნავს, რომ ტესტები რთული იყო.

- ეს არის მსჯელობის საგანი. მსჯელობისთვის ჩვენ ყოველთვის ღია ვიყავით და ახლაც ღია ვართ. თითოეულ დავალებაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ - რამდენად რთული იყო კონკრეტული დავალება და უნდა მოვთხოვოთ თუ არა კვალიფიციურ პედაგოგს დავალების წარმატებით დაძლევა. სასერტიფიკაციო ზღვარი სერიოზულია. ამას ვერაფრით შევადარებ აბიტურიენტების გამოცდაზე არსებულ კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს. პედაგოგმა 60 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაეთვალოს.

-  გამოითქვა ასეთი მოსაზრებაც, ტესტების გართულება იმანაც გამოიწვია, რომ ხელფასზე დანამატი რაც შეიძლება ნაკლებ პედაგოგს დანიშვნოდა.

- ეს არის სრული აბსურდი. გამოცდის დასრულების შემდეგ ყველა ტესტს და ტესტურ დავალებას ვათავსებთ ვებგვერზე. ასე რომ, ნებისმიერ სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა, შეადაროს წლევანდელი ტესტური დავალებები, წინა წლების დავალებებს. ეს არის სპეციალისტების მსჯელობის საგანი, თუ რამდენად გართულდა ტესტები. მით უმეტეს, მიზანმიმართულად გართულებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

- სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგებს წელს "შპარგალკებიც" აღმოუჩინეს.

- ეს არ არის პირველი წელიწადი, როდესაც ამ პრობლემის წინაშე დავდექით, თუმცა წინა წლებში საჭიროდ არ ჩავთვალეთ და ეს არ გაგვიხმაურებია. უბრალოდ, წელს "შპარგალკების" ჩამორთმევა რეგისტრაციის პროცესში მოხდა და რეგისტრაციის პროცესში უამრავი ადამიანია ჩართული.

- როდიდან შეეძლებათ პედაგოგებს გამოცდების შედეგების გასაჩივრება?

- პირველადი შედეგების გამოცხადების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 10 აგვისტოსთვის უკვე დაიწყება აპელაციის პროცესი.

- რა ბედი ელის იმ პედაგოგებს, ვინც ბარიერი ვერ დაძლია, გარდა იმისა, რომ ისინი სერტიფიკატს ვერ მიიღებენ და ხელფასზე დანამატი არ დაენიშნებათ?

- ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, უბრალოდ წელს სერტიფიკატს ვერ მიიღებს. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველასთვის, პირველ რიგში კი განათლების სამინისიტროსთვის იყოს სერიოზული სიგნალი, რომ ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგას, დაიგეგმოს კონკრეტული სტრატეგია, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. მარტო პედაგოგი მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა ვერაფერს გააკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია ტრენინგები, რასაც მასწავლებლის სახლი ატარებს, მაგრამ სამ დღიან, თუნდაც ერთ კვირიან ტრენინგზე ფიზიკის მასწავლებელს ფიზიკას ვერ ასწავლი.

- სასერტიფიკაციო გამოცდებზე გამოვლენილი შედეგებიდან გამომდინარე, ხომ არ იგეგმება რაიმე ტიპის ღონისძიებები, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა და ა.შ.

- ძალიან მოხარული ვარ, რომ განათლების სამინისტრო არის სრულ მზადყოფნაში, რომ შევიკრიბოთ და ძალიან სერიოზული სტრატეგია შევიმუშავოთ. მე დიდი ხანია, ამ თემაზე ვსაუბრობ, მაგრამ სამწუხაროდ, სამინისტროს ადრე სულ სხვა სტრატეგია ჰქონდა. ძალიან მინდა, გადავხედოთ საერთაშორისო კვლევის შედეგებს. აქამდე ამაზე საუბრის უფლება არ გვქონდა. საქართველომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობა. ეს ეხებოდა მომავალი მასწავლებლების განათლების პოლიტიკას, რამდენად ზრუნავს ქვეყანა მომავალი მასწავლებლების აღზრდაზე. მომზადდა საერთაშორისო ანგარიში. ნაციონალურ ანგარიშში კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს ერთი თავი ეთმობა. ძალიან მინდა, რომ ნაციონალური ანგარიში განათლების სამინისტროსთან ერთად გავიაროთ დეტალურად. იქ ბევრ რამეს ვნახავთ, რა შეიძლება პირველ რიგში გაკეთდეს იმისათვის, რომ დავიწყოთ პრობლემების მოგვარება. საქართველო საერთაშორისო კვლევაში ბოლო ადგილზე გავიდა. პრობლემა კომპლექსურია და მნიშვნელოვანია მომზადების პერიოდში ხარვეზების აღმოფხვრა და პარალელურად მოქმედ პედაგოგებზე ზრუნვა.

- ქალბატონო მაია, გასაგებია, რომ ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, ვერ მიიღებს სერტიფიკატს და არც სახელფასო დანამატი დაენიშნება, თუმცა აღნიშნული კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები ისევ რჩებიან სკოლებში და აგრძელებენ სწავლებას. როგორ უნდა მოხდეს საკითხის დარეგულირება?

- დიახ, მაგრამ სხვა რა გამოსავალი გვაქვს? ეს არის ჩვენი რეალობა. დასაკარგი პედაგოგი ჩვენ არ გვყავს. იმის გამო, რომ პედაგოგი არასერტიფიცირებულია, სკოლას ვერ დავხურავთ. ისედაც სიმცირე გვაქვს.

- რამდენი სერტიფიცირებული პედაგოგია ამ ეტაპზე საქართველოში?

- საქართველოში დაახლოებით 10 000-მდე სერტიფიცირებული პედაგოგია, სულ ქვეყნის მასშტაბით 70 000-მდე პედაგოგი გვყავს.

- გამოდის, რომ სერტიფიკატის გარეშე დარჩენილ პედაგოგებს ბოლო შანსი 2014 წელს ეძლევათ?

- არსებული კანონმდებლობით ასეა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ საკითხი გადაიხედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაისად შეიძლება სერტიფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი 20 000-მდე ან 30 000-მდე გაიზარდოს, მაგრამ 40 000 პედაგოგს სახლში ხომ არ გაუშვებ და სკოლას ხომ არ დახურავ?!

- როგორც ჩანს, გადაწყვეტილება ერთი წლის ვადაში არის მისაღები. რა უნდა გაკეთდეს, რა ტიპის ცვლილებები უნდა შევიდეს კანონში?

- მე შეიძლება, ჩემი მოსაზრება გამოვთქვა, მაგრამ საკითხის დარეგულირება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. ძალიან ბევრი სხვა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი, პარალელურად თვითონ რეალობა მოიტანს საკითხის გადახედვის აუცილებლობას.

ანა მარშანია

"ინტერპრესნიუსი"

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას