ხათუნა კალმახელიძე - ჩემთვის ყოველთვის აქტუალური იყო სახალხო დამცველის ანგარიში

"ჩემთვის ყოველთვის აქტუალური იყო სახალხო დამცველის ანგარიში და მას ყოველთვის თავიდან ბოლომდე ვეცნობოდი" - აღნიშნული განცხადებასასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს, მთავარი პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

ექს-მინისტრის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშმა მის მიერ განხორციელებულ ბევრ რეფორმას მისცა ბიძგი, მათ შორის საკადრო მომზადების მიმართულებით.

გარდა ამისა, კალმახელიძემ საპატიმრო დაწესებულებებთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის მოკვლევის და გამოძიების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

"სასჯელაღსრულების სამინისტროს ამ კუთხით ყოველთვის გვერდით უნდა ედგას პროკურატურა. პროკურატურამ ყოველთვის უნდა გამოიძიოს შემოსული განცხადებები, საჩივრები, თუ სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტები. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ არასდროს სასჯელაღსრულების სისიტემაში ადამიანის უფლებები არ დაირღვეს", - განაცხადა კალმახელიძე.

მთავარმა პროკურატურამ კალმახელიძე დღეს მოწმის სტატუსით დაიბარა და დაკითხა. საქმე პატიმართა წამებას და ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას ეხება.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა