ტაქსის მძღოლებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე მიღება იწყება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტაქსის მძღოლებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე მიღებას აცხადებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ახალი ინიციატივა უცხოელ ტურისტთა გაზრდილ რაოდენობას უკავშირდება.

პროექტის მიზანი სერვისის გაუმჯობესება და მძღოლთა საქმიანობის ხელშეწყობაა.

კურსების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი და ტაქსზე დასამაგრებელი ნიშნული English Speaking Driver. იმ მძღოლებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ინგლისურ ენას, სერტიფიკატი და ტაქსზე დასამაგრებელი ნიშანი გასაუბრების საფუძველზე გაიცემა.

"ტაქსი მთელს მსოფლიოში ყველაზე ტურისტულ ტრანსპორტად არის მიჩნეული. მძღოლებისთვის საკომუნიკაციო ინგლისური ენის შესწავლით, ჩვენ შევეცდებით საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრების გადაადგილება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში უფრო კომფორტული გავხადოთ. თავის მხრივ, ეს მძღოლების კეთილდღეობაზეც აისახება", _ განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

პროექტში მონაწილეობის მსურველი მძღოლები თავიანთი მანქანებით ტურიზმის ადმინისტრაციაში უნდა მივიდნენ, სადაც მათ კუთვნილ ავტომობილს ფოტოსურათით დააფიქსირებენ. მძღოლებმა მართვის მოწმობა და ტაქსის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მანქანის ტექპასპორტი) უნდა წარადგინონ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში