არასამთავრობოები ქართული ჯარის კვების ობიექტის პირობებს გაეცნენ

შპს "ქართული კვების კომპანიის" მენეჯმენტი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისს" ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელობამ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე სასადილო დაათვალიერებინა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკვების მომზადებისა და ჯარისკაცებისთვის მზა კერძების მიწოდების პროცესს, ასევე სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკვები პროდუქტების სათავსოები, საწყობები და სასადილო ინვენტარი დაათვალიერეს. სტუმრები სადილზეც დარჩნენ და სამხედროებთან ერთად დააგემოვნეს კერძები.

"მაქსიმალური გამჭირვალობის მიზნით, შპს "ქართული კვების კომპანია" მომავალშიც გეგმავს მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ისინი მიესალმებიან ამ ინიციატივას. მათ პირველად მიეცათ საშუალება პირადად ენახათ ქართული ჯარის კვების ობიექტზე არსებული მდგომარეობა", - აცხადებენ სამინისტროში.

შპს ,,ქართული კვების კომპანიის" 100%-იანი წილის მფლობელია თავდაცვის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა". კომპანიაში, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს კვებით მომსახურებას უწევს, დაახლოებით 1100 ადამიანია დასაქმებული. 2013 წელს ივლისის თვეში კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში