"m2 იპოდრომთან" საცხოვრებელ კომპლექსში ბინების რემონტი მიმდინარეობს

"m2 იპოდრომთან" საცხოვრებელ კომპლექსში ბინების რემონტი მიმდინარეობს დეველოპერულმა კომპანია "m2 უძრავი ქონება" საცხოვრებელი კომპლექსის "m2 იპოდრომთან" კორპუსების გადახურვა დაასრულა და კორპუსებში ბინების რემონტი მიმდინარეობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, 170 ბინაში შიდა სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა. ასევე, გარემონტდა და მოეწყო ერთი საჩვენებელი ბინა (შოურუმი), სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ, როგორი იქნება ბინები დასრულებული რემონტით და შეაფასონ სარემონტო სამუშაოების ხარისხი.

"m2 იპოდრომთან" საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2012 წლის 2 აპრილს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 63,247კვადრატული მეტრია.

"m2 იპოდრომზე" ბინების გაყიდვაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ამ დროისთვის, კომპლექსში ბინების 76%–მდე გაყიდულია. "m2 ოპოდრომზე" ბინის შეძენის მსურველთათვის შიდა განვადება მოქმედებს. შიდა განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, მინიმალური თანამონაწილეობა ბინის ღირებულების 25%–ს შეადგენს. განვადების ვადა 2014 წლის სექტემბრამდე, კომპლექსის დასრულებამდე გრძელდება. შესაბამისად, ბინის მფლობელი თანხას ფარავს შეთანხმებული გრაფიკით მშენებლობის პროცესში, უზრუნველყოფას კი მხოლოდ შესაძენი უძრავი ქონება შეადგენს", - განმარტავენ "საქართველოს ბანკში".

ჰოლანდიის განვითარების ბანკის (FMO) მოთხოვნით მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს ამერიკული სამშენებლო–საინჟინრო კომპანია "აეკომი", რაც მშენებლობის ხარისხისა და ვადების მკაცრი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობას განაპირობებს. "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობისა და რემონტისთვის მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება