გადაუღებელმა წვიმამ ვანის რაიონს პრობლემები შეუქმნა. ვანის რაიონულ ცენტრში, წყლის ნაკადი ადგილობრივებს სახლში შეუვარდა. დატბორილია სახნავ-სათესი მიწები.
მოსახლეობის განცხადებით, განადგურებულია მოსავალი და დახოცილია შინაური ფრინველი.
ვანის რაიონში ქუთაისიდან საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის სამსახურის ბრიგადები ჩავიდნენ. მაშველები ადგილობრივებთან ერთად სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს უკვე რამდენიმე საათია ახორციელებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"