"კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი პრემიერთან შეხვედრას სასარგებლოდ და საინტერესოდ მიიჩნევს

გაზეთ "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას სასარგებლოდ და საინტერესოდ მიიჩნევს.

როგორც გიორგი თევდორაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში", გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათ პრემიერისთვის დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს.

"ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეხვედრა იყო, რისთვისაც კიდევ ერთხელ ხელისუფლებას და მთავრობას მადლობას მოვახსენებ, რადგან ასეთი უპრეცედენტო შემთხვევები მედიაში მუშაობის 18 წლის ისტორიაში არ მახსოვს. არ მახსოვს, რომ ასეთი ანგარიშის ჩაბარება ხდებოდეს პერმანენტულად და ყველა მწვავე კითხვაზე პასუხის გაცემისთვის ყოფილიყოს რომელიმე ხელისუფალი მზად, რაც მისასალმებელია", - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.

"კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მან ისაუბრა, რომ ჟურნალისტს და ექსპერტს რაციონალური ეჭვის საფუძველზე შეუძლია გამოთქვას მოსაზრება, მთავრობას და ხელისუფლებას კი მოეთხოვება, იყოს უფრო კომპეტენტური, ეჭვებზე და ვარაუდებზე დაყრდნობით არ გამოთქვას მოსაზრებები.

"ეს არის ის ძირითადი განსხვავება, რომელიც დღეს არსებობს ჩვენსა და პრემიერს შორის. ჩვენ შეგვიძლია, ვისაუბროთ ეჭვის საფუძველზე. რა თქმა უნდა კომპეტენტურობა და ინფორმაციის არსებობა ერთია, მაგრამ შეიძლება არსებობდეს ეჭი, რომელსაც გამოვთქვამთ თამამად და ჩვენ ამის არ უნდა მოგვერიდოს. ეს კარგს არაფერს მოიტანს. ტყუილად არ ვახსენე "დათა თუთაშხიას" პერსონაჟი, რომელიც ჭაში ზის და ელოდება გვირაბის ბოლოს სინათლეს, რომელიც არასოდეს არ მოვა. თუ ჩვენ არ შემოვძახეთ და არ შემოვკარით ამ ზარს, წინ ვერ წავალთ. მგონი, პრემიერიც თანახმა იყო ამაზე და დაგვთანხმდა, რომ ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია ზომიერების ფარგლებში", - განაცხადა გიორგი თევდორაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს