ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განმარტებით, რუსეთმა ევროპის კონვენცია დაარღვია და სასამართლოს "კატინის საქმის" დახურვის დადგენილების ასლი არ მიაწოდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
ამასთან, სტარსბურგის სასამართლომ უარი თქვა რუსული მხარის მიერ "კატინის საქმის" გამოძიების ეფექტურობის შეფასებაზე.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის განცხადებით, სასამართლო ვერ შეაფასებს რუსული მხარის მიერ წარმოებული გამოძიების ხარისხს, რადგან რუსეთი ევროპის კონვენციას კატინის საქმის გამოძიების დაწყებიდან რვა წლის შემდეგ – 1998 წელს შეუერთდა.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მას არ გააჩნია გამოძიების შეფასების კომპეტენცია, რადგან საქმე ეხება 1940 წელს მომხდარ შემთხვევას, როცა არც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არსებობდა და არც ევროპის კონვენცია.
რუსეთის მხრიდან ევროპის კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 15 დახვრეტილი პოლონელის ნათესავმა შეიტანა. დახვრეტილი პოლონელების ნათესავები რუსეთს ასევე ადანაშაულებდნენ არაეფექტური გამოძიების ჩატარებაში.
კატინის საქმეზე გამოძიება სტრასბურგის სასამართლოში 1990 წელს დაიწყო, თუმცა, 2004 წელს რუსეთის მთავარი პროკურატურის მოთხოვნით შეწყდა.
2010 წელს რუსეთის პარლამენტმა პოლონელების დახვრეტაში პასუხისმგებლობა იოსებ სტალინს და მის რეჟიმს დააკისრა.
1940 წელს სმოლენსკთან ახლოს მდებარე სოფელ კატინის ტყეში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 20 ათასი პოლონელი სამხედრო პატიმარი დახვრიტა, რომელთა გვამები კატინის ტყეებში დამარხეს.
2010 წლის აპრილში, სმოლენსკში, ჩამოვარდა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი, რომლის ავარიასაც 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავად პრეზიდენტი და მისი მეუღლე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"