გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტების მიღებას შეძლებს

გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი ახალი სასწავლო წლიდან აკრედიტირებულ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას შეძლებს, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტ "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მოხერხდა და მოგვარდა ყველა ის პრობლემა, რაც აღნიშნული კოლეჯის აკრედიტაციას ხელს უშლიდა და გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა აკრედიტაცია გაიარა. მინისტრის განმარტებით, შესაბამისად, ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯი აკრედიტირებულ პროგრამებზე სტუდენტების მიღებას შეძლებს.

ამასთან, პროფესიულ განათლებაზე საუბრის კონტექსტში, თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ ახალ ხელისუფლებას ევროკავშირთან მიმართებაში ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება დახვდა, რაც შეფასების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ერთ მილიონ ევროზე მეტის დაკლდებას ნიშნავდა. აღნიშნული თანხა მთავრობას საბიუჯეტო დახმარების სახით, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ უნდა მიეღო.

"ჩვენ მოვითხოვეთ დამატებითი პერიოდი, რომლის ფარგლებში ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, შევასრულეთ ვალდებულებები და წელს ამ თანხის მიღებას საფრთხე აღარ ემუქრება და ეს თანხები ბიუჯეტში წამოვა", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

მისივე თქმით, პროფესიული განათლების შრომის ბაზართან დაახლოებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, შემუშავდა ახალი პროგრამა და ევროკავშირისგან საქართველოს მთავრობა ოთხი წლის განმავლობაში 27 მილიონი ევროს ოდენობით ტექნიკურ და საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, კერძო კოლეჯების დაფინანსების მექანიზმი სამომავლო თემაა. როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა კერძო და საჯარო კოლეჯების ხარისხი ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა