სასჯელაღსრულების სამინისტრო ვაკანსიას აცხადებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ვაკანსიას აცხადებს. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს, არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიის და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - პრობაციის ეროვნული სააგენტო) პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრის კანდიდატურაზე (არაანაზღაურებადი) აცხადებს.

სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს, მუდმივმოქმედი კომისიისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომეტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ კანდიდატურას. იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება დამოუკიდებლად წარადგინოს კანდიდატურა.

კანდიდატურების წარმოდგენა წერილობითი ფორმით 2013 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა მოხდეს. კანდიდატურის წარმოდგენასთან ერთად წერილობით მიმართვას თან უნდა ერთვოდეს ორგანიზაციის წესდების ასლი დამოწმებული სახით.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში