შპს "მედისონი", რომელიც თბილისში არსებულ სამ სამედიცინო ცენტრს აერთიანებს, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების განვითარების პროექტის ფარგლებში, მის მფლობელობაში არსებული ჯანდაცვის ცენტრების სრულ რეაბილიტაციას აგრძელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "მედისონიდან" აცნობეს, მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან მიმდინარეობს მუხიანში მდებარე, #2 სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის არსებული სტანდარტების სრული დაცვით მოწყობა და მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ეტაპობრივად აღიჭურვება თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დიაგნოსტიკური აპარატურით.
კომპანია "ბეგი ჯორჯია", რომელიც შეირჩა კვალიფიკაციისა და ფასებიდან გამომდინარე, სარემონტო სამუშაოებს დეკემბრის ბოლოს დაასრულებს და 2014 წლის, 1 იანვარს, შპს მედისონის მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი პაციენტებს სრულიად განახლებულ გარემოში მიიღებს.
მედისონის ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის პაციენტებს დროებით მიმდინარე სარემონტო სამუშაობის გამო.
"მედისონი" ქ. თბილისში არსებულ სამი სამედიცინო ცენტრის მმართველ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიის სამედიცინო გაერთიანებაში შედის: "სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი № 1", "სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრი №2" და "სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობა".
აღნიშნული კლინიკები პირველადი ჯანდაცვის რგოლს წარმოადგენს, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვაზე, დაავადებების პრევენციაზე, დროულ და სწორ დიაგნოსტიკაზე.
"მედისონი" თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და სადაზღვევო კომპანიებთან, ასევე ემსახურება პაციენტებს შიდა სტანდარტით. "მედისონი" გამოირჩევა პაციენტებზე განსაკუთრებული ზრუნვით, მუდმივი ნოვატორობით და განვითარებისკენ სწრაფვით.
კომპანიის უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრი და ექსპერტთა საბჭო მუშაობს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გაუმჯობესდა ტექნოლოგიური ბაზა, შეიქმნა ცხელი ხაზი წინასწარი ჩაწერის მიზნით. "მედისონის" მისიაა მის კლინიკათა გაერთიანებაში სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისთვის და მორგებული სხვადასხვა სეგმენტის საჭიროებებზე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"