თბილისის ოპერისა და ბალეტის გარემონტებული თეატრი 2014 წლის 3 ოქტომბერს გაიხსნება

თბილისის ოპერისა და ბალეტის  გარემონტებული თეატრის გახსნა 2014 წლის 3 ოქტომბრისთვის,   სპექტაკლ "აბესალომ და ეთერით" არის დაგეგმილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ განუცხადა.

მისი თქმით, მარტში ოპერის თეატრში უნდა დაიწყოს რეპეტიციები.

"მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს და ველოდებით, რომ მარტში ეს მშენებლობა დასრულდება, რის შემდეგაც უკვე დასი შემოვა და დაიწყება რეპეტიციები განსაზღვრული ვადით. 2014 წლის 3 ოქტომბერს ტრადიციულად "აბესალომ და ეთერით" გაიხსნება ახლად გარემონტებული ოპერისა და ბალეტის თეატრი. მშენებლობის მიმდინარეობის  ტემპით კმაყოფილები ვართ", - განაცხადა გიორგი ჟორდანიამ.

მან და საქართველოს კულტურის მინისტრმა  გურამ ოდიშარიამ ერთობლივად დაათვალიერეს ოპერის თეატრში მიმდინარე სამუშაოები. მათ მოინახულეს მთავარი სცენის, სარეპეტიციოების, სხვადასხვა დარბაზების გარემონტებისა და რესტავრაციის პროცესი.

როგორც გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპერისა და ბალეტის თეატრში შესანიშნავად მიმდინარეობს რემონტი.

"ეს არის შენობა, რომლითაც ამაყობდა და ამაყობს მთელი საქართველო. ეს არის სახე და ერთგვარი ემბლემა თბილისის, სადაც ძალიან ბევრი ხელოვანია გაზრდილი. შესანიშნავად მიმდინარეობს რემონტი და რეაბილიტაცია. ოსტატურად არის ყველაფერი აღდგენილი და როგორც არის განსაზღვრული მარტის თვეში აქ უკვე შემოვა დასი, ხოლო მომდევნო წლის ოქტომბერში გაიხსნება ახლად გარემონტებული ოპერისა და ბალეტის თეატრი", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება