პრეზიდენტმა ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით ბოლო საპატიო სანთელი აანთო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით ბოლო საპატიო სანთელი აანთო.

გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს დღესასწაული მიულოცა და ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ებრაელი ძმების სიხარულს დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს. "მეც სულით და გულით გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს და ვუერთდები თქვენს ზეიმს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა შეკრებილებს.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მცხოვრებ ებრაელებს რელიგიის, ტრადიციების, კულტურის დაცვასა და განვითარებაში თანადგომას დაჰპირდა. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს განვითარების პროცესში ქართველი ებრაელების როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ებრაელი თანამოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სამშობლო ისრაელში დაბრუნდნენ. პრეზიდენტის შეფასებით, მათთვის საქართველო ისეთივე სამშობლოა, როგორც ისრაელი.

თავისუფლების მოედანზე ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, რაბინი ბენციონ ისრაელაშვილი და რაბინი მერ კოზლოვსკიც დაესწრნენ. შეკრებილებს სიტყვით ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმაც მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დარჩება ისეთივე თავისუფალ, ტოლერანტულ და სუვერენულ ქვეყნად, როგორც დღეს არის.

"ხანუქას დღესასწაული სასწაულს ნიშნავს და ეს სასწაული, რომელიც ჩვენ გვაქვს 26-საუკუნოვანი მეგობრობის სახით, მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა.

ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რამდენიმე მოქალაქემ გააპროტესტა. ისინი მიიჩნევენ, რომ ხანუქას დღესასწაული მართლმადიდებლობას შეურაცხყოფს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს