რატომ არის „ლისი ვერანდა“ წარმატებული პროექტი და სასურველი საცხოვრებელი

თბილისის ცენტრიდან მოშორებული და ამავდროულად ქალაქში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამწვანებული პარკი, უცხოური, მაღალხარისხიანი სამშენებლო მასალითა და დახვეწილი არქიტექტურული სტილით ნაშენი სახლები, უნიკალური, გაშლილიხედი - ეს კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ პროექტი „ლისი ვერანდაა“, რომელიც „მწვანე ქალაქი ლისი“-ს ფარგლებში შენდება. კომპანია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებით არის დაკავებული და რამდენიმე პარალელურ პროექტს ახორციელებს.

პირველი - ტბის ირგვლივ განახლებული სარეკრეაციო ზოლის განვითარებაა, რაც გულისხმობს ტბის გარშემო ბილიკების, ღია ტიპის კაფეების, გოგირდის აბანოს, სპორტული მოედნების მოწყობას.

მეორე – გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის ახალი, თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიით აღჭურვილი შენობა გახლავთ, ბიბლიოთეკით, აუზითა და სპორტული მოედნით.

მესამე პროექტი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს, რომლის პირველი ეტაპის, „ლისი ვერანდას“ განაშენიანება თითქმის უკვე დასრულებულია. „ლისი ვერანდას“ საერთო ტერიტორიის მხოლოდ 25% უკავია სამშენებლო ფართს, დანარჩენ 75 %-ს გახსნილი მწვანე სივრცე იკავებს: პარკი, საცურაო აუზი, ქლაბჰაუსი... აქაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ხედი - მთელი თბილისი ხელისგულზეა გადაშლილი.

გამოდის, რომ „ლისი ვერანდას“ მომავალმა მაცხოვრებლებმა დახვეწილი საცხოვრებლის გარდა, განსაკუთრებული გარემო პირობები შეიძინეს და ამრიგად, განსაკუთრებული ცხოვრების სტილი აირჩიეს.

მიუხედავად არცთუ მარტივიეკონომიკური პერიოდისა, „მწვანე ქალაქი ლისი“-ს ფარგლებში არსებული „ლისი ვერანდა“ ქართული უძრავი ქონების ბაზარზე საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა.

უკანასკნელ დროს, აქ საცხოვრებელი ადგილის დამკვიდრებას სულ უფრო მეტი ქართველი ანიჭებს უპირატესობას.

პროექტის წარმატების მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ასევე მდგომარეობს შემდეგში:

ლისი, სპეციალისტების შეფასებით, ეკოლოგიური თვალსაზრისით საუკეთესო ადგილია – მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადი, ხელსაყრელი ტემპერატურული გარემო (ქალაქის ცენტრისაგან განსხვავებით ტემპერატურა აქ 3-4 გრადუსით დაბალია).

„ლისი ვერანდაზე“ შენობების მაქსიმალური სიმაღლე ოთხი სართულია, რაც არქიტექტურულად გამართული იერის გარდა, სეისმურ მდგრადობასთანაც არის დაკავშირებული.საცხოვრებელ კომპლექსში სამი განსხვავებული ტიპის საცხოვრებელს ვხვდებით: ბინები, „თაუნჰაუსები“ (ორსართულიანი კერძო სახლები საკუთარი ეზოთი) და ვილები.

„ლისი ვერანდას“„თაუნჰაუსებსაც“ საკუთარი ეზოები აქვს, იტალიური ნარგავებით დამშვენებული. „თაუნჰაუსები“ ერთმანეთისგან ბუნებრივი ღობეებით არის გამოყოფილი.

საცხოვრებელი სახლები მაღალი თერმომარეგულირებელი ეფექტურობის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა მასალებითაა აშენებული. ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებში ტემპერატურული რეჟიმის რეგულირებახდება და მომხმარებელსაც ბევრად ნაკლები კომუნალური გადასახადი უგროვდება.

ფასადებზე გამოყენებულია ვენეციური აგური და ჰოლანდიური ხე, ასევე გერმანული კარ-ფანჯარა. იტალიელი პარტნიორების დახმარებით, საქართველოში პირველად, „ლისი ვერნადაზე“ მოხდა ფასადებისათვის სპეციალური ვენტილაციისა და განიავების მასალების დამონტაჟება. ვენტილაცია სახლის ფასადს თავდაპირველ იერსახეს უნარჩუნებს და ხელს უშლის კედლის დანესტიანებას.

„ლისი ვერანდაზე“ საცხოვრებელი სახლები 4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენებული პარკის გარშემოა განლაგებული. პარკისათვის იშვიათი ჯიშის ხე-ნარგავებიასევე იტალიიდან არის იმპორტირებული. გამწვანება კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ზურა ჭარბაძე, „ლისი დეველოპმენტის“ კომერციული დირექტორი: „ძალიან გვსიამოვნებს ის, რომ უკვე გვყავს გარანტირებული მყიდველები.ჩვენი ჯგუფიდან ბევრმა შეიძინა აქ ბინა. მოგვწონს „ლისი ვერანდა“ და გაგვიმართლა, რომ საწყის ეტაპზევე გავხდით აქაური სამეზობლოს წევრები.

ჩვენი სლოგანი ასეთია - გადმოდი მწვანე თბი-ლისზე!“

მარიამ ზალდასტანიშვილი, კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ მარკეტინგისა და არტ–დირექტორი: „ლისი ვერანდა“ არ არის რიგითი საცხოვრებელი პროექტი. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მაცხოვრებელმა ჯანსაღ გარემოში იგრძნოს თავი. დახვეწილი არქიტექტურა, კომფორტული საცხოვრებელი, საგანმანათლებლო კერა, სარეკრეაციო ზონადა ყველაზე მთავარი - გამორჩეული ცხოვრების სტილი!“

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება