შპს "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი უფროსი ირაკლი ეზუგბაია საქართველოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს. როგორც ირაკლი ეზუგბაიამ ტელეკომპანია "იმედს" განუცხადა, მტკიცებულებები მის წინააღმდეგ არ არსებობს.
"საქართველო არის ჩემი სამშობლო, წლების განმავლობაში ვემსაუხრე ჩემს ქვეყანს, ძალიან პატიოსნად და მომავალშიც ვაპირებ ვემსახურო. დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. ის, რომ საქართველოში ჩამოვალ, ეს მიშვნლეოვანია. როგორც არ უნდა დამთვრდეს სასამართლო, არ არსებობს მტკიცებულებები ჩემს საწინააღმდეგოდ. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ირაკლი ეზუგბაიასთვის აქვს რაიმე სახის ქრთამი მიცემული, რაიმე ფორმით", - აცხადებს ეზუგბაია.
ამასთან, ეზუგბაიას საქართველოში დაბრუნების სურვილის შესახებ მისი განცხადება, ტელეკომპანია ”მაესტრომაც” გაავრცელა.
რკინიგზის ყოფილ დირექტორს ბრალი ედება სახელმწიფოსთვის დიდი ოდენობით ზარალის მიყენებაში. საუბარია ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. მიმდინარე წლის მაისში საქმეზე დაკავებული სხვა პირები სასამართლო დაბრაზიდან გაათავისუფლეს, ეზუგბაიაზე კი ძებნა გამოცხადდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"