ქობულეთში მძღოლები ჩინური კომპანიის სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

ქობულეთში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულმა 82 მძღოლმა ჩინური კომპანია "სინო ჰიდროს" სამუშაო პირობები გააპროტესტა. მძღოლების განცხადებით, 8 საათის ნაცვლად 12 სააათს მუშაობენ, თუმცა შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ.

როგორც თვითმცლელის მძღოლმა როლანდ ჯინჭარაძემ განაცხადა, დღეს 20 მძღოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს. "ხელშეკრულებით 8 საათი უნდა ვიმუშაოთ, თუმცა 12 საათს გვამუშავებენ და ანაზღაურებაც არ არის შესაბამისი. დღეს გავაჩერეთ მანქანები და ვთქვით, სანამ არ გამოსწორდება პირობები, არ ვიმუშავებდით, მაგრამ 20 მძღოლი გაუშვეს სამსახურიდან და მათ ნაცვლად ახალი თანამშრომლები მოიყვანეს. ისინი არ შემოვუშვით ტერიტორიაზე და ვითხოვთ დახმარებას", - აღნიშნა როლანდ ჯინჭარაძემ.

მძღოლი რომან სურმანიძე განმარტავს, რომ გათავისუფლებული 20 მძღოლის ვინაობა მათთვის აქამდე უცნობია. მისივე თქმით, თანამშრომლების შემცირება მათი სამუშაო საათების უფრო მეტად გაზრდას გამოიწვევს.

"თვეში თუ ვმუშაობდით 25 დღე, დღეიდან მოგვიწევს 30 დღე მუშაობა იგივე ხელფასზე, რასაც 25 დღიანი მუშაობის შედეგად ვიღებდით. ჩვენ ვითხოვთ, საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლას და ადამიანურ მოპყრობას", - აღნიშნა რომან სურმანიძემ.

აქციის მონაწილეებთან სახალხო დამცველის რწმუნებული აჭარის რეგიონში გიორგი ჩარკვიანი იმყოფებოდა, რომელმაც მძღოლების მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი ოქმი შეადგინა.

"მძღოლები ამბობენ, რომ არაადამიანურ პირობებში ამუშავებენ. მაგალითად, მათ არ აქვთ უფლება, შესვენების დროს მანქანის ამუშავების და გათბობის. ხელშეკრულებით 8 საათიანი სამუშაო რეჟიმი აქვთ, თუმცა მძღოლები ამბობენ, რომ 12 საათიანი გრაფიკით იგივე ანაზღაურებაზე მუშაობენ. გუშინდელი აქციის შემდეგ კი 20 ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურიდან. მძღოლების განცხადების ფაქტზე რეაგირება მოვახდინეთ, შედგა შესაბამისი ოქმი, რასაც ეს ადამიანები ხელმოწერებით ადასტურებენ", - აღნიშნა გიორგი ჩარკვიანმა.

ჩინური კომპანია "სინო ჰიდროს" იურისტი ბადრი ღაღაიშვილი აცხადებს, რომ კომპანია გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს და მათი ანაზღაურების გაზრდას გეგმავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა