"ევროპის სახლში" მხატვარ აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

გალერეა "ევროპის სახლში" დღეს ქართველი მხატვრის, აკაკი გაჩეჩილაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა "ფერადი ფიქრები" გაიხსნება. გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერია "ენერგო-პრო ჯორჯია", სადაც აკაკი გაჩეჩილაძე 2005 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს ქსელის მართვის უფროსი დისპეტჩერის პოზიციაზე მუშაობს.

აკაკი გაჩეჩილაძე პროფესიით ენერგეტიკოსია. თუმცა, თავის იდენტობას მხატვრობაშიც ხედავს.

გამოფენაზე "ფერადი ფიქრები" ნამუშევრების უმეტესობა 2013 წლით თარიღდება. დამთვალიერებელს საშუალება ექნება, შეაფასოს აკაკი გაჩეჩილაძის გასული წლების რამდენიმე ცნობილი ტილოც.

"ფერადი ფიქრები" მხატვრის ყველაზე მასშტაბური პერსონალური გამოფენაა, რომელზეც წარდგენილი იქნება 60 ფერწერული ტილო.

აკაკი გაჩეჩილაძის დებიუტი გერმანიაში შედგა. მისი გამოფენები გაიმართა 2010 წელს მერბუშში (ჯგუფური გამოფენა Gruppe108&Friends;), 2011 წელს მერბუშში (პერსონალური გამოფენა Impression, Emotion, Momentaufbahmen), 2011 წელს ქ. ჰამბურგში (ჯგუფური გამოფენა), 2012 წელს დუსელდორფში (პერსონალური გამოფენა Akaki Aus Tiflis), 2012 წელს დიუდესლდორფში (პერსონალური გამოფენა "ფანტასტიკური რეალიზმი").

აკაკი გაჩეჩილაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ღონისძიებებსა და არტ ფესტივალებში - 2013 წელს არტ ფესტივალი ქალაქ მარბელაში (ესპანეთი), 2013 წელს საქველმოქმედო გამოფენა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად (ივენთჰოლი), 2012 წელს Inter Art (ბათუმი).

მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (უკრაინა, საქართველო, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი, რუსეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი).

გამოფენა "ფერადი ფიქრები" გალერეა "ევროპის სახლში" 26 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება