სამუშაო ჯგუფი ბათუმში გაფიცული მძღოლების პრეტენზიებს ადგილზე შეისწავლის

ბათუმის მერიის, საკრებულოს, არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის წევრები გაფიცული ავტობუსის მძღოლების პრეტენზიებს ხვალ ადგილზე შეისწავლის.

როგორც ბათუმის საკრებულოში, ინტერფრაქციული კომისიის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს.

"უფრო მეტი ობიექტურობისთვის გადავწყვიტეთ, რომ ეს ჯგუფი ხვალ მერიის ხელმძღვანელობით მივა ადგილზე და შეისწავლის საკითხს. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდება. ვერ ვხედავ ვერავითარ პრობლემას, რომ კონსენსუსს ვერ მივაღწიოთ და მათი მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბათუმის ავტოტრანსპორტმა აღადგინოს მუშაობა და მძღოლები შეუდგნენ საქმიანობას. ასევე, მოსახლეობაც იყოს კმაყოფილი", - აღნიშნა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

როგორც აჭარის პროფკავშირების თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ განაცხადა, კომისიის წევრები დირექტორის გადაყენების გარდა სხვა საკითხების განხილვას აპირებდნენ, თუმცა მძღოლებმა დააფიქსირეს, რომ მხოლოდ დირექტორის გადაყენების საკითხი იყო მათთვის მნიშვნელოვანი. ილია ვერძაძე განმარტავს, რომ ხვალ დილიდან პროფკავშირების წარმომადგენლები იქნებიან ავტოფარეხთან, რადგან ადმინისტრაციის მხრიდან შესაძლოა, პროვოკაცია დაიგეგმოს.

"ჩვენი მოთხოვნა იყო დირექტორის გადაყენება. შეხვედრის დროს კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ხვალ ავტოფარეხთან მივლენ და მძღოლებს მოუსმენენ", - აღნიშნა ილია ვერძაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა გაფიცული მძღოლი ნიკა სიხარულიძე, რომელიც მეოთხე დღეა შიმშილობს. მისი განცხადებით, მძღოლები საწარმოს დირექტორის, გია ლორიას უპირობო გადაყენებას ითხოვენ.

"ლორიას არაკაცობის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო კადრები არ გვაქვს. ამიტომ, ძალიან რთულია კომისიისთვის იმის დამტკიცება, თუ რას წარმოადგენს საწარმოს დირექტორი სინამდვილეში. მძღოლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მუდმივად ატყუებდა", - აღნიშნა ნიკა სიხარულიძემ.

კომისია საწარმოში სიტუაციის გასაცნობად ხვალ, 11:00 საათზე მივა. ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მუშაობა 22 თებერვლამდე უნდა დაასრულოს.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები მეშვიდე დღეა გაფიცულები არიან. 300-მდე მძღოლი შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის, გია ლორიას სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. გაფიცულებს შორის ორი მძღოლი მეოთხე დღეა შიმშილობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას