ირაკლი ღარიბაშვილი - არ დასტურდება, რომ საყდრისი არის ოქროს უძველესი მაღარო

არ დასტურდება, რომ საყდრისში ოქროს უძველესი მაღაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ძალიან ბევრი მეცნიერი იყო ჩართული, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ორი თვის განმავლობაში აღნიშნულ ადგილს სწავლობდა და ამ კომისიამ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ ეს საბადო არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ ადგილს.

"ის, რომ ოქროს მაღარო იყო, ეს არ არის დადასტურებული, ეს არის ვარაუდი. არ დასტურდება, რომ ეს არის ოქროს უძველესი მაღარო", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი აზრით, ამ დასკვნის მხედველობაში მიღება უნდა მოხდეს და ინვესტორი კომპანიის მიერ დასაქმებული 3 ათასი ადამიანის ბედი უნდა იყოს გათვალისწინებული. მას მიაჩნია, რომ თუ იწამლება გარემო, ამას სჭირდება გამოსწორება და ამაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა დადოს დასკვნა, რის შემდეგაც მის გამოსასწორებლად სპეციალური ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინვესტორმა კულტურის სამინისტროს შესთავაზა, რომ მნიშვნელოვანი ნაწილების მუზეუმში გადატანა მოხდეს.

პრემიერის ინფორმაციით, საუბარია იმაზე, რომ ბოლნისში ახალი მუზეუმი აშენდეს, კონკრეტული ადგილები მოიჭრას და გადატანილი იქნეს მუზეუმში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე