საბაჟო გამშვებ პუნქტ "სადახლოზე" ფსიქოტროპული პრეპარატები აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს , დღეს, საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლოს" ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ლ.ს., რომლის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა 60 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი DIAZEPAM და 20 აბი ფსიქოტროპული პრეპარატი AZALEPTIN აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"