დიდი ბრიტანეთის საელჩო ვიზების მიღების მსურველთათვის ინფორმაციას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის სავიზო ცენტრები თბილისში მისამართს იცვლიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დიდი ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს.

"2014 წლის მარტიდან, ახალი კომერციული საპარტნიორო კონტრაქტები ამუშავდება. გაერთიანებული სამეფოს სავიზო ცენტრების (UKVI) სახელით, ჩვენი კომერციული პარტნიორები 300-ზე მეტ სავიზო ცენტრს მართავენ გლობალური მასშტაბით.

2014 წლის 18 მარტიდან, სავიზო ცენტრების მართვას შპს ”ტელეოპერატორი” განახორციელებს; თბილისის სავიზო ცენტრის მომსახურების გამოყენება აპლიკანტს 59 გირვანქა სტერლინგი დაუჯდება. ეს თანხა ვიზის საფასურს ემატება და მისი გადახდა ვიზის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურის დაწყების მომენტში მოხდება; თანხა თბილისში ვიზიტის დანიშვნასა და განაცხადის შეტანის პროცედურებს მოხმარდება.

სავიზო ცენტრის ახალი მისამართია: ბესიკის ბიზნეს ცენტრი, თბილისი, ბესიკის ქუჩა #4, პირველი სართული", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება