ზაზა ლომიძე - თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ "ინტერტრანსს" კალაძე ლობირებს, მზად ვარ კომპანიაში ჩემი წილი ერთ ლარად დავთმო

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია "ინტერტრანსის" დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ლომიძე ვიცე-პრემიერთან, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ბიზნეს ან სხვა სახის ურთიერთობას უარყოფს და აცხადებს, რომ კალაძეს საერთოდ არ იცნობს, ისევე, როგორც გიორგი დემეტრაძეს.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მე და ჩემს მეგობრებს, ცხოვრებაში არასოდეს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან არავითარი შეხება არ გვქონია. თუ ვინმე, ოდესმე დაამტკიცებს, რომ ის ლობირებს ან უბრალოდ მაინც ვიცნობთ ჩვენ კახა კალაძეს, მე მზად ვარ, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად დავთმო კომპანიაში ჩემი წილი და საკუთრება. კახა კალაძე მყავს მხოლოდ ერთხელ, მისი გაცილების მატჩზე, მხოლოდ ტრიბუნიდან ნანახი. სხვა კახა კალაძესთან არანაირი შეხება არასოდეს, არც მე და არც ჩემს მეგობრებს ამ გვქონია. ასევე არ მქონია არანაირი ურთიერთობა გიორგი დემეტრაძესთან. არანაირი გიორგი დემეტრაძე, ჩვენი კომპანიის დამფუძნებლად არასოდეს ყოფილა. ისიც ვერ გაურკვევია ბატონ რიჟამაძეს, რომ გიორგი დემეტრაძე კი არა გიორგი ანჩაბაძეა ის", - აღნიშნა ზაზა ლომიძემ.

"ინტერტრანსის" დირექტორი ადასტურებს ინფორმაციას, რომ კომპანიამ 550 ათასიანი საბანკო გარანტია "პროგრესბანკიდან" მიიღო, თუმცა იგივე ბანკმა მეორე გარანტიის გაცემაზე უარი უთხრა.

"550 ათასიანი საბანკო გარანტია იყო პირველადი გარანტია, რომელიც მივედით "პროგრესბანკში" და ოფიციალურად მოვითხოვეთ, რაღაც პირობები მოგვთხოვეს, ეს პირობები შევასრულეთ და გასცეს გარანტია 550 ათასზე. შემდეგ მეორე გარანტიაზე, რომელიც უკვე პირობების შესრულების გარანტია იყო - 1 მლ 200 ათასი, მასზე უკვე "პროგრესბანკმა" უარი გვითხრა. ამიტომ შემდეგი გარანტია გავაკეთეთ უკვე სხვა კომპანიიდან და იმიტომ არა, რომ იქ რაღაც ურთიერთობები იყო, უბრალოდ უზრუნველყოფა მოგვთხოვა ძალიან დიდი "პროგრესბანკმა", რომელიც ჩვენ ფიზიკურად ვერ უზრუნველვყავით. სხვა კომპანიაზე გადავერთეთ, ავიღეთ გარანტია და მოვიტანეთ რუსთავის მერიაში", - განაცხადა "ინტერტრანსის" ხელმძღვანელმა.

რუსთაველი მძღოლები დღეს თბილისში საპროტესტო აქციებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან და საპატრიარქოსთან მართავდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვაც სცადა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია "ინტერტრანსი" ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთანაა კავშირში და ამ კომპანიაში მისი ფეხბურთელი მეგობრები, მათ შორის გიორგი დემეტრაძეც არიან.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით