,,ინტერტრანსი" რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს

კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,ინტერტრანსის" დირექტორი ზაზა ლომიძე რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზებზე დასაქმებულ მძღოლებს კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ლომიძემ განაცხადა, ორშაბათიდან მძღოლებს ოფიციალური წერილები მიუვათ, მათ შეეძლებათ ,,ინტერტრანსში" მისვლა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. იმ მძღოლებს კი, რომელთაც თანამედროევე სატრანსპორტო საშუალებები ჰყავთ, გლდანის ავტოსადგურში საკუთარი მანქანებით საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დაასაქმებენ. ,,ჩვენ მძღოლებს, რომლებიც მუშაობენ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ვთავაზობთ, რომ დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე. ჩვენ ასევე დავპირდით რუსთავის მოსახლეობას, რომ არც ერთ შემთხვევაში, არ გაიზრდება მგზავრობის ღირებულება. იმ მძღოლებს კი, რომელთაც ძვირადღირებული მიკროავტობუსები ჰყავთ, გლდანის ავტოსადგურიდან საქალაქთაშორისო მარშუტებზე დასაქმებას ვპირდებით. გუშინ იყო მცდელობა, რომ ნდობის ჯგუფი შექმნილიყო, პირველ ეტაპზე მძღოლები დაგვთანხმდნენ, შემდეგ გამოიძახეს ვინმე რევაზ რიჟამაძე, რომელმაც ეს მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა," - განაცხადა ,,ინტერტრანსის" დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაზა ლომიძემ.

მისივე თქმით, ორშაბათიდან ,,ინტერტრანსისგან" ყველა მძღოლი მიიღებს წერილობით შეტყობინებას კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების წინადადებით და თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ იძულებული იქნებიან სხვა მძღოლებით დააკომპლექტონ რუსთავი-თბილისის ხაზები.

,, თუ არსებული მძღოლები ჩვენთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს იტყვიან, მაშინ კომპანია იძულებული გახდება ალტერნატიული მძღოლებით დააკომპლექტოს ეს მარშრუტები. კომპანიას აქვს სახელმწიფოს და ქალაქ რუსთავის მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულება, რომ ორი თვის განმავლობაში კონკურსის პირობების შესაბამისად დააკომპლექტოს ახალი სამარშრუტო ტაქსებით რუსთავი-თბილისის მიმართულებით არსებული მარშრუტები", - განაცხადა ზაზა ლომიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მძღოლების 90%-ს შეხვდნენ და ისინი ,,ინტერტრანსის" მიერ შეთავაზებული პირობებით კმაყოფილები დარჩნენ.

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან მძღოლების აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მძღოლების ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა მგზავრების გადაყვანის ყველა კომპანიას 2 წლის ვადით გაუგრძელდეს სანებართვო საქმიანობა. მისივე თქმით, ჩატარებული ტენდერი არის კრიმინალური და ის უნდა გამოცხადდეს გაუქმებულად.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება