ნანა ჯორჯაძე ქართულ ღვინოზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით 35 სერიანი შემეცნებით-დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო. ფილმის ავტორი და წამყვანი ქართული ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანია.

ამასთან დაკავშირებით დღეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა, შალვა ხეცურიანმა და ნანა ჯორჯაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

მათი ინფორმაციით, ფილმი გახდება ქართული ღვინის სავიზიტო ბარათი როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მაყურებლისთვის. მასში მოთხრობილი იქნება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებზე. ფილმის სერიები მიეძღვნება ღვინის წარმოების 8 000-წლიან ისტორიას, ღვინის დაყენებას და მის ნაირსახეობებს, ღვინის დეგუსტაციის წესებს, საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებს, მარნებს, მეღვინეებს. სპეციალური სერია დაეთმობა ქართულ გასტრონომიას, უნიკალურ კერძებსა და მათ შეხამებას ღვინოებთან.

ფილმის სცენარისტია თამარ ბართაია, კონსულტანტები კი ცნობილი ქართველი ისტორიკოსები და ღვინის სპეციალისტები.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე