პაატა ზაქარეიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წამოეგო ომს საქართველო

ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წამოეგო ომს საქართველო , - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ამით ზაქარეიშვილი გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებას, რომ თავდაცვის უწყებაში შექმნილმა 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა და რომ "არავისთვის სადავოს არ წარმოადგენს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო".

"მე ეს ანგარიში არ მინახავს. თუ არ ვცდები საიდუმლო დოკუმენტია და სხვა რეჟიმში მოხდება ამ დოკუმენტის გაცნობა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო ომი. ომი მოხდა და დაზარალდა საქართველო. თუ ვინ დაიწყო ომი, ეს არის სააკაშვილის კითხვა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი. სამწუხაროდ, ეს ომი შედგა. რამდენად პასუხს უნდა აგებდეს ხელისუფლება, რომელმაც ვერ აიცილა თავიდან ომი, ეს კითხვა ჩემთვის ყოველთვის აქტუალურია. რუსეთმა დაიწყო ომი, - ამბობს ბატონი ირაკლი ალასანია. გასაგებია, მშვენიერია, რომ ასეთი დასკვნა არის, მაგრამ როგორ წამოეგო ომს საქართველო, ამას ათასჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ დავზარალდით ყველაზე მეტად", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას