აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა 80 თურქი ჟურნალისტის პატივისცემასგამოხატავს, რომლებიც ანკარაში საქართველოს საელჩოს მოწოდების მიუხედავად, სოხუმში მაინც ჩავიდნენ, - ამის შესახებ "აპსნიპრესი" იუწყება.
9-12 მაისს აფხაზეთში თურქეთის ჟურნალისტთა საბჭოს 44-ე გენერალური შეკრება და თურქულ-აფხაზური ჟურნალისტიკის კონგრესი გაიმართება. ჩირიკბას განცხადებით, საქართველოს საკონსულოს მხრიდან რიგი თურქული მედიისადმი გაიგზავნა თხოვნა, არ გამგზავრებულიყვნენ აფხაზეთში, მაგრამ თურქული მედიის წარმომადგენლებმა მაინც გადაწყვიტეს გამგზავრება.
მისივე თქმით, ეს ადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში აფხაზეთის მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი. დეფაქტო მინისტრის თქმით, თურქეთი ნატოსთან, ევროკავშირთან და საქართველოსთან შეთანხმებებით არის დაკავშირებული და ჯერ ძნელია მის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე საუბარი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"