თბილისის ნაწილს გაზმმომარაგება შეუწყდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმმომარაგება შეუწყდება. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, სამგორის რაიონში , თბილისის ზღვის მიმდებარედ გამავალი შპს ,,ვარკეთილ-აირი"-ს საკვანძო-მაგისტრალური ხაზის გადალაგებასთან დაკავშირებით, ხვალ, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება შპს ,,ვარკეთილ-აირი"3-სა და შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისი"-ს აბონენტებს, კერძოდ: იუმაშევის ქუჩას, ვარკეთილის მეურნეობას, ორხევის დასახლებას, ლილოს დასახლებას, აეროპორტის დასახლებებს, სოფ. ნასაგურის, წინუბანის მოსახლეობას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საზკვების, სამრეწველო, კომუნალურ ობიექტებს.

გაზმომარაგება აღდგება სამუშაოს დასრულებისთანავე.

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება