დეპუტატ თინა ხიდაშელისთვის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით ლალი მოროშკინას განცხადება არადამაჯერებელია. როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი მოროშკინამ ამის შესახებ რაიმე იცოდა, სათანადო განცხადება რამდენიმე თვის წინ უნდა გაეკეთებინა.
"თუკი ლალი მოროშკინა ვანო მერაბიშვილის გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობდა, მან ძალიან დაიგვიანა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ უნდა გაეკეთებინა განცხადება. არ ვიცი რატომ ამბობს იმას, რასაც ამბობს, რა მოტივაცია აქვს და რა მიზეზებით არის ეს გამოწვეული. მაგრამ ცოტა არადამაჯერებლობას იძენს, როცა ქვეყანაში ასეთი ამბავია და 5-7 თვის შემდეგ გახსენდება, რომ ასეთი რამ იცოდი", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, ხიდაშელი ამბობს, რომ "საგამოძოებო კომისია ვიღაცების ცუდ სიზმრებთან დაკავშირებით, არ იქმნება".
ლალი მოროშკინამ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებზე გაცემული მაღალი პრემიები შესაძლოა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საკითხზე დუმილს უკავშირდებოდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"