"ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკოს-ელექტრიკოსებს დღეიდან საკვალიფიკაციო ტესტები ონლაინ რეჟიმში ჩაუტარდებათ.
კომპანია "ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანიამ შეიმუშავა ახალი ტესტირების სისტემა, რომელიც იძლევა საშუალებას ონლაინ რეჟიმში მარტივად ჩაბარდეს საკვალიფიკაციო ტესტები.
აღნიშნული ტესტებით ირკვევა კომპანიის თანამშრომლების ცოდნის დონე, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მომავალშიც დაიგეგმოს ახალი სასწავლო პროგრამები თანამშრომლების განვითარეის მიზნით.
ამ ეტაპზე ტესტირება ჩაუტარდა 500-მდე ტექნიკოს-ელექტრიკოსს. შემდეგ ეტაპზე ზემო აჭარის, ონის, მესტიის, ამბროლაურის, ცაგერ-ლენტეხის და სხვა მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე ტექნიკოს ელექტრიკოსებს ონლაინ ტესტირება ჩაუტარდებათ ადგილზე პორტატული კომპიუტერების მეშვეობით.
"აღნიშნული სისტემა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კომპანიაში ჩატარებული ყველა ტესტირება არის გამჭვირვალე და სამართლიანი. ტესტები ივსება ონლაინ, ყველა მონაწილეს აქვს თავისი უნიკალური ბილეთი, რომელიც არ მეორდება და რაც მთავარია ტესტის შედეგები მისი დასრულებისთანავე ხდება ცნობილი", – განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" პერსონალის შერჩევისა და კარიერის მართვის განყოფილების უფროსმა თეა გოგიჩაიშვილმა.
კომპანიის თანამშრომლების, კერძოდ, ტექნიკოს-ელექტრიკოსების ტესტირების შედეგად ირკვევა მათი საკვალიფიკაციო ხარისხი, იგეგმება ახალი ტრეინინგები წარმატებული კანდიდატებისთვის, რაც მომავალში მათი წინსვლისა და განვითარების საშუალებას იძლევა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"