ვახტანგ ბერიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ხვალ, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევისეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ხუროთმოძღვარისა და ხელოვნებათმცოდნის, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო და მისი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ხვალ, 19:00 საათზე მოეწყობა. მათივე ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით 2 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში დაგეგმილია საზეიმო სხდომა.

ვახტანგ ბერიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1914-2000), ქართული ხელოვნების კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი კერის - გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი დირექტორი იყო (1973-1988, 1996-2000 წლებში).

"გიორგი ჩუბინაშვილის მოწაფემ ვახტანგ ბერიძემ თავისი დიდი მასწავლებლის მიერ დაფუძნებული ქართული სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერება ახალ სიმაღლეზე აიყვანა, საერთაშორისო ავტორიტეტი და რანგი მოუპოვა; მისი ძალისხმევით გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა (1974, 1977, 1980, 1983, 1986, 1989 წლებში) და მრავალ ენაზე გამოცემული წიგნების საშუალებით ქართულ ხელოვნებას მსოფლიო მნიშვნელობა მიენიჭა: "სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები" (1955); ორტომეული "XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრება" (1986 და 1994 წლები); ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (1977); ქართული გუმბათური არქიტექტურის განვითარება (1983); ტაო-კლარჯეთს ხუროთმოძღვრება (1981) "თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლებში" (1960), (მონოგრაფია ქართული ნაქარგობის ისტორიიდან (1983), ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ნ. ფიროსმანისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და სხვ. მის მიერ აღზრდილი ხელოვნების ისტორიკოსთა არაერთი თაობა დღესაც წარმატებით ემსახურება ვახტანგ ბერიძისა და მისი წინამორბედების მიერ დაწყებულ ეროვნულ საქმეს. მან შექმნა მთელი ეპოქა როგორც ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში, ასევე ქართული საზოგადოებაში", - განმარტავენ კულტურის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებულია ვახტანგ ბერიძის ღვაწლი თბილისის ისტორიისა და ხუროთმოძღვრების კვლევის საქმეში. მისი ნაშრომი - "თბილისის ხუროთმოძღვრება" დღესაც სამაგიდო წიგნია ყველასთვის, ვინც თბილისის ისტორიითა და მისი სიძველეებით არის დაინტერესებული.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

 ვახტანგ ბერიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ხვალ, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევისეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ხუროთმოძღვარისა და ხელოვნებათმცოდნის, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო და მისი გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ხვალ, 19:00 საათზე მოეწყობა. მათივე ინფორმაციით, იუბილესთან დაკავშირებით 2 ივნისს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზში დაგეგმილია საზეიმო სხდომა.

ვახტანგ ბერიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1914-2000), ქართული ხელოვნების კვლევის ერთ-ერთი უმთავრესი კერის - გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი დირექტორი იყო (1973-1988, 1996-2000 წლებში).

"გიორგი ჩუბინაშვილის მოწაფემ ვახტანგ ბერიძემ თავისი დიდი მასწავლებლის მიერ დაფუძნებული ქართული სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერება ახალ სიმაღლეზე აიყვანა, საერთაშორისო ავტორიტეტი და რანგი მოუპოვა; მისი ძალისხმევით გამართული მრავალრიცხოვანი საერთაშორისო სიმპოზიუმებისა (1974, 1977, 1980, 1983, 1986, 1989 წლებში) და მრავალ ენაზე გამოცემული წიგნების საშუალებით ქართულ ხელოვნებას მსოფლიო მნიშვნელობა მიენიჭა: "სამცხის ხუროთმოძღვრება. XIII-XVI საუკუნეები" (1955); ორტომეული "XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძვრება" (1986 და 1994 წლები); ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (1977); ქართული გუმბათური არქიტექტურის განვითარება (1983); ტაო-კლარჯეთს ხუროთმოძღვრება (1981) "თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წლებში" (1960), (მონოგრაფია ქართული ნაქარგობის ისტორიიდან (1983), ლ. გუდიაშვილის, დ. კაკაბაძის, ნ. ფიროსმანისადმი მიძღვნილი მონოგრაფიები და სხვ. მის მიერ აღზრდილი ხელოვნების ისტორიკოსთა არაერთი თაობა დღესაც წარმატებით ემსახურება ვახტანგ ბერიძისა და მისი წინამორბედების მიერ დაწყებულ ეროვნულ საქმეს. მან შექმნა მთელი ეპოქა როგორც ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში, ასევე ქართული საზოგადოებაში", - განმარტავენ კულტურის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებულია ვახტანგ ბერიძის ღვაწლი თბილისის ისტორიისა და ხუროთმოძღვრების კვლევის საქმეში. მისი ნაშრომი - "თბილისის ხუროთმოძღვრება" დღესაც სამაგიდო წიგნია ყველასთვის, ვინც თბილისის ისტორიითა და მისი სიძველეებით არის დაინტერესებული.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის