ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დღეს ზაფხულის ტურისტრულ სეზონს საზეიმოდ გახსნის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებები ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომსა და რაჭაში (შაორის წყალსაცავი) გაიმართება.
ბათუმში აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალის (ეკო-ტურიზმი, საზღვაო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი, ღვინის ტურიზმი) წარმოჩენისა და ტურისტული აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით ევროპის მოედანზე ღონისძიება გაიმართება. დამონტაჟდება სცენა და მიმდებარე ტერიტორია შესაბამისი განათებითა და დეკორაციით გაფორმდება. ევროპის მოედანზე რეგიონის ტურისტული მიმართულებების კუთხეები მოეწყობა.
ამასთან, პოპულარული ქართული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტიც გაიმართება. ღონისძიება დიჯეის ცოცხალი შოუთი და ფოიერვერკით დაიხურება.
ქუთაისში კი 31 მაისს ტურიზმის ეროვნული ადმინსიტრაცია მოქალაქეებს სამეფო უბნის პარკში იწვევს. ტერიტორია სპეციალურად ამ დღისთვის შესაბამისი დეკორაციით და მუსიკით გაფორმდება. გაიმართება გასართობი წარმოდგენები, მოეწყობა კულტურული ღონისძიები, გაიმართება ყვავილების ფესტივალი, ასევე ფოლკლორული მუსიკისა და ჯაზის კონცერტი.
ბორჯომის პარკში კოსტიუმირებული წარმოდგენა მოეწყობა. მოეწყობა მუსიკალური პერფორმანსები და თეატრალიზებული შოუ. მოეწყობა "ბოდი-არტის" ორი კუთხე.
გამოიფინება ძველი საარქივო სურათები. მოეწყობა ფოტოსტენდები.
ბაღში განთავსდება კამერული ორკესტრი, რომელიც მთელი ღონისძიების განმავლობაში, ინტერვალებით შეასრულებს კლასიკური მუსიკის კომპოზიციებს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი სალონური სიტუაცია - ტერიტორიაზე ივლიან დასასვენებლად ჩამოსული ოფიცრები და მათი ოჯახები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ბანოვანები და გლეხი ბიჭები. ამასთან, მარიონეტებით ბავშვებისათვის თეატრალური წარმოდგენაც გაიმართება. ღონისძიებების დამსწრეებისათვის მოეწყობა მოძრაობის თეატრის წარმოდგენა. პარკის ერთ-ერთ კუთხეში მოეწყობა წარმოდგენა "შეყვარებული გიმნაზისტები" და კოსტიუმირებული მსახიობები (გოგო და ბიჭი) წაიკითხავენ სასიყვარული ლექსებს.
პერფორმანსი კარნავალი გაიმართება, მონაწილეები ორჩოფეხებზე და მონოციკლებით ივლიან, წარმოდგენას აკომპანიმენტს დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფი გაუწევს.
მოგვიანებით მოძრაობის თეატრის წარმოდგენა გაიმრთება. საღამო ცეცხლოვანი შოუთი დასრულდება.
რაჭაში შაორის ტბაზე ჯომარდში შეჯიბრი გაიმართება. მსურველები რეგისტრაციას წინასწარ ადგილზევე გაივლიან. მოეწყობა ხელნაკეთი ნავების შეჯიბრი, რა დროსაც მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად, მოცემული მასალებით აწყობენ ნავებს და ერთმანეთს ეჯიბრებიან.
შაორის ტბაზე კაიაკინგში შეჯიბრიც გაიმართება. მსურველები წინასწარ გაივლიან რეგისტრაციას. მოგვიანებით კი დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. დღის დასასრულს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება, სადაც სხვადასხვა შეჯიბრებებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან, მათ გადაეცემათ სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები. ცერემონიას გააფორმებს პარკურის წარმოდგენა და ველო შოუ.
საბანაკე სივრცის ტერიტორიაზე გაიმართება კინოჩვენება. დაინთება კოცონი და ყველა მსურველს ექნება საშუალება საღამო მყუდრო და სასიამოვნო გარემოში გაატაროს.
1 ივნისს, დღის პირველი ნახევარი სხვადასხვა ისეთ აქტივობებს დაეთმობა, როგორიცაა სლექლაინი, ზიპლაინი, ფრისბი, ცხენებით სეირნობა, წყლის ლეიბი და სხვ. თითოეულ აქტივობაში მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
იქნება წყლის თხილამურებზე სრიალი, ყველა მსურველს საშუალება ექნება გამოსცადოს საკუთარი თავი წყლის თხილამურებით სრიალში. გაიმართება მასტერკლასები მოყვარელებისათვის.
ასევე იქნება ფრენა პარაპლანით. პარაპლანით საჩვენებელი ფრენა 15:00 საათზე დაიწყება. მათ კი ვისაც სურვილი ექნება თავად მიიღოს მონაწილეობა ამ ექსტრემალური სპორტის სახეობაში ინსტრუქტორის მეთვალყურეობითა და დახმარებით შაორის ტბის თავზე შეძლებენ ფრენას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"