საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს ატარებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს ატარებს სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციით. როგორც "ინტერპრესნიუსს" ასოციაციიდან აცნობეს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდებული ახალი წესებითა და ელექტრონული სისტემით ატარებს.

პირველად საქართველოში, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ყველა მონაწილე გამოცდას ჩააბარებს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გადაეცა, USAID-ის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის, JILEP–ის, მიერ, რომელსაც საქართველოში ახორციელებს East West Management Institute–ი.

კომპიუტერული პროგრამა იძლევა აპლიკანტთა რეგისტრაციის, გამოცდის ჩაბარებისა და გასაჩივრების საშუალებას ელექტრონული ფორმით. გამოცდის მონაწილეებთან კომუნიკაცია ხორციელდება აპლიკანტთა ინდივიდუალურ პორტალებზე, ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნით. პროგრამის მეშვეობით აპლიკანტისთვის გამოცდის შედეგები ცნობილი გახდება გამოცდის დასრულებისთანავე.

გამოცდების მიმდინარეობას საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან.

გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით 265-ს, სისხლის სამართლის განხრით – 208-ს და საერთო სპეციალიზაციით –118-ს შეადგენს.

თითოეული სპეციალიზაციის გამოცდისთვის განსაზღვრულია 100 საგამოცდო კითხვა.

გამოსაცდელს, რომელიც გამოცდაზე მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები წელიწადში ორჯერ ტარდება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში