ირაო დრაივერი - შენთვის ნებისმიერი ავტომობილი დაზღვეული იქნება

სადაზღვევო კომპანია ირაოს მიერ შემუშავებულ იქნა თვისობრივად ახალი ტიპის პროდუქტი - ირაო დრაივერი, რომლის მფლობელს ანუ ავტომობილის მძღოლს, პროდუქტის გამოყენების პერიოდში შეუძლია მართოს ნებისმიერი ავტომობილი, რომელზეც ავტომატურად გავრცელდება აღნიშნული სადაზღვევო დაფარვა.

საქართველოში მსგავსი სადაზღვევო პროდუქტის ანალოგი აქამდე არ არსებობდა, როდესაც იზღვევა არა ავტომობილი, არამედ თავად მძღოლი. ირაო დრაივერი წარმოადგენს იდეალურ გამოსავალს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ადამიანს უწევს სხვისი ავტომობილით სარგებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგალითად ატარებს მეგობრის ან ოჯახის წევრის ავტომობილს ან თუნდაც ერთჯერადად უხდება სხვისი ავტომობილის მართვა. დაზღვევა ვრცელდება ფიზიკურ პირზე - ნებისმიერი ავტომობილის სარგებლობისას, რაც გულისხმობს იმას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას კომპანიის მიერ ანაზღაურებული იქნება მძღოლის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი.

InterPressNews.Geიმ შემთხვევაში თუ პირი სარგებლობს ირაოს ავტოდაზღვევის ბაზისური პროდუქტით, მას შეუძლია ირაო დრაივერის შეძენა წელიწადში მხოლოდ 25 ლარის, 25 აშშ დოლარისა ან 25 ევროს ღირებულებით, იმის და მიხედვით თუ რომელ ვალუტაში იქნება მოცემული დაფარვის ლიმიტი. ირაო დრაივერის გააქტიურებისათვის, პროდუქტის მფლობელმა საკმარისია დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე და დააფიქსიროს ავტომობილისი სახლემწიფო და ტექპასპორტის ნომერი. ამასთანავე, ავტომობილების რაოდენობა და გამოყენების სიხშირე შეზღუდული არ არის.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ირაოს ცხელ ხაზს ნომერზე: (+032) 2 949 949 ან გაეცანით დაზღვევის პირობებს https://www.facebook.com/IRAO.VIG

www.irao.ge

(R)

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი