სამხედრო პოლიცია დაარსებიდან ცხრა წლისთავს აღნიშნავს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიცია დაარსებიდან ცხრა წლისთავს აღნიშნავს. სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დღეს თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიება, სამხედრო ორკესტრის შესრულებით, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედრო პოლიციის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირაკლი გეგეჭკორმა, ვარლამ ავალიანმა და ალექსანდრე ბატიაშვილმა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე.

დღესვე, საზეიმო ცერემონიაზე დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდა. 13 სამხედრო პოლიციელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული" გადაეცა. მედალი "გენერალი კვინიტაძე" ხუთმა პოლიციელმა საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის მიიღო. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 13 წარმომადგენელი კი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციებში ღირსეულად მონაწილეობისთვის _ მედლით "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის", ხოლო ხუთი სამხედრო თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის დაჯილდოვდა.

თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით მადლობა გამოეცხადა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 41 სამოქალაქო, ასევე, სპეციალური წოდების მქონე პირს და 28 სამხედრო მოსამსახურეს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი 2005 წელს სამხედრო კომენდატურის ბაზაზე შეიქმნა. ამჟამად, სამხედრო პოლიციაში რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ახალი სტრუქტურა იქმნება, რაც სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას გულისხმობს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში