აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გერმანე ფაცაცია საზოგადოებას კათოლიკოს-პატრიარქის საერო ლიდერად გამოცხადებას სთავაზობს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გერმანე ფაცაცია, ქვეყანაში პროცესების უმართავი ვითარების თავიდან; ასაცილებლად, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საერო ლიდერად გამოცხადებას სთავაზობს.

~ქვეყნის საერო-პოლიტიკური ცხოვრების ორივე წარმართველი სუბიექტი, ხელისუფლება და ოპოზიცია თანაბრად სპეკულირებს მართმადიდებლობით და მათივე საქმიანობით ხელს უწყობენ საქართველოში მართმადიდებლობის ნგრევას. ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის, საზოგადოებამ და მრევლმა ქვეყნის სასულიერო და საერო ლიდერად უნდა გამოაცხადოს საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე~,-მიიჩნევს ფაცაცია.;

მისივე განცხადებით, უკიდურესი განსაცდელის ჟამს ქვეყნის ფაქტობრივმა ხელისუფლებამ მრევლს არ უნდა შეუშალოს ხელი, რომ 23 ნოემბერს, გიორგობას წმინდა სინოდმა მიიღოს გადაწყვეტილება პატრიარქის ~ყოველთა ქართველთა საერო ლიდერად გამოცხადების შესახებ~, რომლის შემდეგაც ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება, საშინაო თუ საგარეო, მხოლოდ უწმინდესთან შეთანხმებით, მისი დასტურით იქნება მიღებული.

~ზუსტ მექანიზმს ამ იდეის რეალიზაციისა, ნუღარ მკითხავთ. ნუღარც საკუთარ თავს დაეკითხებით _ მე მრევლი ვარ თუ ამომრჩეველიო. ავირჩიოთ და გადავრჩებით~, _ დასძენს გერმანე ფაცაცია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა