ბათუმის ქუჩებში საზღვაო ოფიცერთა და კურსანტთა მსვლელობა-აღლუმი მიმდინარეობს. სასულე ორკესტრის თანხლებით 6 მაისის პარკიდან მეზღვაურები ბათუმის ნავსადგურის მიმართულებით დაიძრენ, სადაც, მათ პროფესიულ დღეს მიულოცავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე.
დღეს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა და ამასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ბათუმში მასშტაბურ ღონისძიებებს გეგმავს. საზღვაო დარგში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდებიან ღვაწლმოსილი მეზღვაურები: კარლო ოსაძე, როლანდ რიჩკოვი, პაატა ტაბაღუა და ლუიზა წვერავა. მოეწყობა მეზღვაურთა ფოტოკონკურსში მონაწილე მეზღვაურთა ფოტოგამოფენა და გამარჯვებული მეზღვაურის დაჯილდოება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. ასევე გაიმართება გასართობი ღონისძიებები. 19:00 საათზე კი, ბულვარის კოლონადებთან გაიმართება ნიაზ დიასამიძის კონცერტი. ნიაზ დიასამიძე მეზღვაურთა ჰიმნის ავტორია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ კონცერტს ქართველ მეზღვაურებს მიუძღვნის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"